ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი!" - გიორგი გახარია...

“ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი!” – გიორგი გახარია სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში“ პოლიტიკურ შეფასებას ახდენს და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ განაცხადა უარი, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისათვის შეთავაზებულ ფორმატში, კონსულტაციებში ჩართულიყო:

,,სინამდვილეში, არაფერი მომხდარა, აბსოლუტურად. ჩვენ, როგორც აქამდე, პატივს ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, ვაფასებთ ყველაფერ იმას, რასაც ქალბატონი სალომე აკეთებს, განსაკუთრებით ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივის დაახლოების კონტექსტში. კიდევ უფრო მეტად ვაფასებთ იმ შესაძლებლობებს და რესურსს, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქალბატონ სალომეს გააჩნია, არჩევნების დაცვის თვალსაზრისით. აქ საერთოდ 2 აზრი არ არსებობს.

ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი სირთულე ამ გაერთიანებების თვალსაზრისით, აზრის გამოთქმაში არ გვაქვს იმიტომ, რომ დიდი ხანია უკვე ვამბობთ, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის, პარტია ,,საქართველოსთვის“ არ გაუერთიანდება არავის, წერტილი! სამწუხაროდ, ამის გამეორება ძალიან ხშირად გვიწევს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ მზად კონსესუსისთვის, ზეპარტიულ საკითხებზე პოზიციების თანხვედრა გვქონდეს.

ამ ფორმატს რაც შეეხება, ძალიან მარტივად – ბუნდოვანია ფორმატის და პლატფორმის მიზანი! ჩემი აზრით, ეს არის სპეციალურად გაკეთებული იმისთვის, რომ სივრცეა სხვადასხვა მიმართულებით განვითარებისთვის დატოვებული, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა. ეს, რა თქმა უნდა, იმ კონტექსტში, როდესაც დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ პლატფორმაში წარმოდგენილი იქნებიან ადამიანები, რომლებიც თავის დროზე კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებდნენ მოლაპარაკების დროს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა თვალსაზრისით, ზოგი ამბობდა, რომ ,,ჯერ ადრეა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს იმიტომ, რომ ეს არჩევნებისთვის ,,ქართულ ოცნებას“ გააძლიერებს“, ან ,,კანდიდატის სტატუსს ვერ იმსახურებს ქვეყანა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაშია“ და ა.შ.

მოკლედ, ყველა იყენებდა სტატუსის მიღება/არმიღების საკითხს კონკრეტული პოლიტიკური პარტიული ინტერესების განსახორციელებლად, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...