ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და...

“სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა” – სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფო ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მხარდამჭერ მოძრაობასთან დაკავშირებით:

,,სულ მალე, ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი ეტაპი დადგება, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ არჩევანი სინათლესა და სიბნელეს შორის!

მაშინ, როდესაც ვხედავთ, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, როგორ აქტიურად აკვირდებიან ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს; მაშინ, როდესაც ქართველ ხალხთან ერთად ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი როგორ მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა – მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და დაასრულოს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, როდესაც მან ყველაზე კარგად იცის, თუ ვის ინტერესებს ემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ – მტრის ინტერესს ემსახურება. მან ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის ერის ღირსების შელახვა!

აქედან გამომდინარე, დღეიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილის ასი ათასობით ამომრჩეველთან და მხარდამჭერთან ერთად, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას.

მივმართავ ქართველ ხალხს, ჩვენ გვაქვს დღეს შანსი, რომ დავასრულოთ ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი პოლიტიკური პატიმრობა.

1 მარტს 3 საათზე ჩვენ ყველა ერთად სალომე ზურაბიშვილს გადავცემთ მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებულ ხელმოწერებს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამორალური შემოქმედებაში მხოლოდ ცენზურის არსებობა და ჩარჩოები შეიძლება იყოსყოჩაღ იმ მწერალს, იმ პოეტს, იმ...

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია ლიტერატურის, შემოქმედების, ხელოვნების თავისუფლების მნიშვნელობაზე...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...