spot_img
მთავარიარჩევნებიცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დისკრედიტაციის მცდელობა

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მორიგი დისკრედიტაციის მცდელობა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც ამტკიცებს, რომ მათ მიმართ ხორციელდება დისკრედიტაციის მცდელობა:

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების ჭრილში, ცესკოს საქმიანობა მორიგი დისკრედიტაციის საგანი გახდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI) თავმჯდომარემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელ ვერტიკალზე“.

ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ცესკოს პროფესიული ნიშნით არჩეული წევრების, მათ შორის მოქმედი თავმჯდომარის საქმიანობაში, არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც მათ დამოუკიდებლობას ან მიუკერძოებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული საუბარი იმაზე, რომ ეს ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო ადმინისტრაციის ვერტიკალის დაქვემდებარებას, მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციის იმიჯის შელახვას და პოლიტიკურად აფილირების მცდელობას ემსახურება.

ამასთანავე, საზოგადობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია 17 წევრისგან შედგება, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არის არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად. შესაბამისად, არ არსებობს იმის რაიმე საფუძველი, რომ კომისია რომელიმე პარტიის გავლენის ქვეშ არის, ან მიკერძოებულია.

ამასთან, TI-ს ხელმძღვანელი პრესკონფერენციაზე საუბრობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე, თუმცა არაფერს ამბობს ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიული წევრების დამოუკიდებლობის საჭიროებაზეა საუბარი და ეხება მხოლოდ პროფესიული წევრების ეგრეთ წოდებულ მიკერძოებას, რასთან დაკავშირებითაც არანაირი ობიექტური მტკიცებულება არცერთ ეტაპზე არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ხელი შეუწყონ არჩევნების მოდერნიზების ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ჯანსაღ საარჩევნო გარემოს, მათი მხრიდან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები ვრცელდება.

აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი არის, თუ რამდენად იცავს ის კანონსა და ეთიკის ნორმებს. ამ მხრივ კი საარჩევნო ადმინისტრაცია უმაღლეს სტანდარტს აჩვენებს არსებული კანონმდებლობის პირობებში და ასევე გააგრძელებს ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაშიც.

საარჩევნო ადმინისტრაცია სწორედ კანონმდებლობის სრული დაცვით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აგრძელებს მუშაობას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩევლებს მაღალ პროფესიულ დონეზე მოემსახუროს. ჩართულ მხარეებს კი მოვუწოდებთ, უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და გარემოს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...