spot_img
მთავარიარჩევნებიანა კობახიძე: "პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს...

ანა კობახიძე: “პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს”

პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს,“ – ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა „სტრატეგია აღმაშენებლიდან“, ანა კობახიძემ განაცხადა, რითაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს, რაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს.

მისივე თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კონსესუსის საფუძველზე უნდა წარიმართოს:

ვენეციის კომისიის მკაცრი და საფუძვლიანი რეკომენდაციების მიუხედავად, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში მეორე მოსმენით მაინც იქნა მიღებული, თუმცა ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ამ კანონპროექტის მიღება უნდა შეჩერდეს.

ვენეციის რეკომენდაციები არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც პრეზიდენტია ჩამოშორებული არჩევის პროცესს და საბოლოოდ, ცესკო-სა და მთლიანად, ადმინისტრაციის დაკომპლექტების ნაწილში ვერ მივიღებთ კონსესუსურ კანდიდატებს, რომელზეც თანხმობა იქნება ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და ნიშნავს იმას, რომ მაღალი ჩართულობით მოხდება ეს პროცესი.

პუნქტს, რომელიც საარჩევნო პროცესში ძირეულ რეფორმებს ეხება, შესრულებულად ვერ ჩავთვლით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც მეორე მოსმენით იქნა მიღებული, რადგან არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის ძირეულ რეკომენდაციებს,“ – განაცხადა ანა კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...