spot_img
მთავარისხვადასხვა"რას იმუქრება ეს არარაობა, კრიმინალი, თაღლითი ადამიანი, რას...

“რას იმუქრება ეს არარაობა, კრიმინალი, თაღლითი ადამიანი, რას და ვის ემუქრება?” – ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ხაზარაძეზე

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ოპოზიციის როლსა და მათ პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით:

,,არ არსებობს ცალკე აღებული არც ხაზარაძე, არც სხვა რეალური, ნადვილი ოპოზიცია. ეს არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფები, სატელიტები, როგორც გინდათ ისე მოიხსენიეთ ეს ადამიანები.

მე მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ემზადება სრული კრახისთვის და მორიგი წაგებისთვის. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ოპოზიციაზე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ყველაზე ანტიეროვნულ, ანტიქართულ მოვლენაზე, რომელმაც ყველაზე დიდი უბედურება დამართა ჩვენ ქვეყანას. ეს არის აგვისტოს ომი და ოკუპაცია – ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთს ჩააბარა და ჩვენი ხალხი ამ ომისთვის გაწირა.

ამას გარდა, მათი [,,ნაციონალური მოძრაობის“] მემკვიდრეობა არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, საშინელი ტერიტორი, დაშინება. ამ ყველაფრის თანამონაწილე იყო ბატონი ხაზარაძე. ისეთი პიროვნება, როგორიც არის ბატონი ხაზარაძე, უნდა მოიხსენიოთ კრიმინალად.

ხაზარაძე არის გასამართლებული, თაღლითობაში იყო მხილებული და სასამართლომ აღიარა, როგორც თაღლითი. კაცი, რომელმაც საკუთარი ბანკი, ინვესტორები გაძარცვა და თაღლითური სქემა შეადგინა, რაზეა საუბარია საერთოდ?

სწორედ ხაზარაძე მე შემიძლია მოვისხენიო, როგორც სააკაშვილის მოროდიორი. რატომ? – როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში და ატერორებდა ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესს, სახლებს ართმევდნენ და ა.შ. თუ ვინმე ამ ნაძარცვი ბიზნესის და ქონებების გადანაწილებაში იყო ჩართული, ერთ-ერთი იყო ხაზარაძე და მისი ბანკი. იგი თავიდან ბოლომდე იყო ჩართული კრიმინალურ საქმიანობაში, სააკაშვილთან ერთად.

მეორეც, მე ძალიან მაინტერესებს კაცი, რომელიც ახლა ოცნებობს, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს, რომელ მოგებაზე აქვს საუბარი და საერთოდ რას იმუქრება ეს არარაობა, კრიმინალი, თაღლითი ადამიანი, რას და ვის ემუქრება? – ემუქრება ადამიანს, რომელმაც გადაარჩინა ქვეყანა და ნეო-ფაშისტური რეჟიმისგან იხსნა ჩვენი ხალხი, მოუტანა უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობა, ეკონომიკური კეთილდღეობა, ამ ადამიანს ემუქრება თურმე ეს თაღლითი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...