ორშაბათი, ივლისი 14, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ უნდა შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები ყველასთვის, განვავითაროთ...

“ჩვენ უნდა შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები ყველასთვის, განვავითაროთ ეკონომიკა, მოვიზიდოთ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები – ეს ყველაფერი წელს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ! ” – გიორგი ვაშაძე

დღეს საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია და ეს ხაფანგი არის გაჭირვება და შიმშილი. ივანიშვილის გზა არის საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენ კი გვინდა საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის, აქ უნდა შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების კოალიციის“ დასაქმების გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, ივანიშვილის მმართველობის პირობებში ქვეყნიდან 800 000 მოქალაქე გავიდა, რაც სამუშაო ადგილების არარსებობითაა განპირობებული.

ვაშაძის თქმით, „გამარჯვების კოალიციის“ მიზანია ქვეყნის ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს და ამერიკული თუ ევროპული ინვესტიების მოზიდვით, ასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნას:

დღეს საქართველოს მასშტაბით სადაც არ უნდა გავიაროთ, უამრავი სახლია ცარიელი. ჩვენი თანამემამულეები ელემენტარული შემოსავლის არ ქონის გამო ტოვებენ ქვეყანას, 800 000 ჩვენი თანამემამულე ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში წავიდა საზღვარგარეთ სარჩო-საბადებლის სანახავად.
დატოვეს ის, რაც ასე ძალიან უყვართ, დატოვეს თავიანთი ოჯახები. მთავარი კითხვა – რატომ ხდება ეს საქართველოში? იმიტომ, რომ საქართველოში არ არის მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ არ მოუწიოთ მათ ქვეყნიდან გასვლა.

წარმოიდგინეთ, ივანიშვილის პარტიის თითქმის 12 წლიანი მმართველობის პირობებში მოქალაქეებს უფრო გაუჭირდათ, უფრო მძიმე მდგომარეობაა, დღეს აქ რეგიონის წარმომადგენლები იმყოფებით და ეს გაჭირვება რეგიონებში კიდევ უფრო შეინიშნება, დაცლილი სოფლები, დაცარიელებული რაიონის ცენტრები, ხშირად, რომ გაივლი სოფლებში ადამიანს ვერ ნახავ, რომ წყალი მოგაწოდოს.

რატომ ხდება ეს უსამართლობა ქვეყანაში, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, წიაღისეული გვაქვს, გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს, ნიჭიერი ხალხი გვყავს, რატომ ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს ივანიშვილი და მისი პარტია, რომელთა ამოცანაა ზემდიდარი ელიტა და ღარიბი ხალხი. პრემიერს, რომელიც ივანიშილმა გასულ კვირაში წარადგინა, ვეკითხებით, როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას? რას გვპასუხობს? – სიცილი, ტრაბახი, ეკონომიკა ორნიშნად ვისთვის გაიზარდა? საქართველოს მოქალაქეებისთვის? იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს ქვეყნიდან წასვლას ფიქრობს? არა, სამწუხაროდ, აი, მათთვის ორნიშნადაც გაიზარდა და სამნიშნადაც, ეს არის მთავარი უსამართლობა, რასაც უნდა ვებრძოლოთ.

დღეს საქართველო ივანიშვილის ხაფანგშია და ეს ხაფანგი არის გაჭირვება და შიმშილი. ივანიშვილის გზა არის საქართველო ქართველების გარეშე, ჩვენ კი გვინდა საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის, აქ უნდა შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები, აქ უნდა განვავითაროთ ეკონომიკა, მოვიზიდოთ ევროპული და ამერიკული ინვესტიციები, ეს ყველაფერი ხომ ჩვენ შეგვიძლია და ეს ყველაფერი წელს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ! მეგობრებო, მოგვიახლოვდა არჩევნები და კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აბსულუტურად მოწყვეტილია ხალხს.

მას არც უმუშევრობა აღელვებს, არც ხალხის გაჭირვება, უფრო მეტიც, მისთვის მისაღებია განვითარების ის ტემპი, რომელიც დღეს არის, ჩვენთვის ეს მიუღებელია და ამიტომაც გვინდა, რომ წინ წავიყვანოთ ქვეყანა და განვავითაროთ ქალაქი და სოფელი. არ შეიძლება 115 ლარზე სოფელში მცხოვრები ადამიანი ჩაითვალოს დასაქმებულად, მინიმუმ 1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ის დასაქმებულად ჩაითვალოს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...