კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიულაშა დარბაისელი: "მხოლოდ აკრძალვით პრობლემა არ გვარდება"

ლაშა დარბაისელი: “მხოლოდ აკრძალვით პრობლემა არ გვარდება”

საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციამ და ავტომფლობელებმა ერთობლივი აქცია-პერფორმანსი გამართეს. პროტესტის მიზანი იყო, რომ იმ ავტო იმპორტიორებისა და ავტომფლობელების, რომელთა სატრანსპორტო საშუალება შეძენილი არის 2023 წლის 1 დეკემბრამდე, ობიექტური მიზეზების გამო 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შემოვიდა, გამონაკლისის სახით, კანონით დადგენილი წესით, მიეცეთ კუთვნილი ავტომობილების რეგისტრაციის შესაძლებლობა.

რესპუბლიკის მოედნიდან პროტესტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გადაინაცვლა – მონაწილეებმა მსვლელობა მანქანების კოლონით განაგრძეს.

თემასთან დაკავშირებით სააგენტო ,,პარალელთან” კომენტარს აკეთებს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლაშა დარბაისელი:

,,ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს ავტოიმპორტიორები და ავტომფლობელები, რომ ამ ადამიანებს არ მოუწიოთ კუთვნილი ავტომობილების დაშლა. არ უნდა დავუკარგოთ სატრანსპორტო საშუალებას მოძრაობის უნარი.

საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ავტომობილი გინდ ევროპიდან, გინდ ამერიკიდან, ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე აქ, საქართველოში მოძრავი, 5-10 წლის, თუნდაც, ახალი წლოვანების ავტომანქანა.

მხოლოდ აკრძალვით პრობლემა არ გვარდება!“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ასე მაინც არ გავზარდეთ, არაფერი ეშველება ამ სექტას” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდები ჩვენს ოპოზიციას, მით მეტად ვაფასებ… ლენინს!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილის "ალეგორიული...

“ვიტყვი, რატომ მომაგონდა ნაპრეზიდენტალი ზურაბიშვილის “ფრთიანი“ ფრაზა, მისი არაცნობიერიდან წამოსული” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, კონსტანტინე გამსახურდიას  რომან “დიდოსტატის...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...