პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგულაციები და წესებიComCom-მა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების სახელმძღვანელო ევროკომისიას...

ComCom-მა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების სახელმძღვანელო ევროკომისიას და მაუწყებლებს გაუზიარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაში სიძულვილის ენის, ტერორიზმისკენ მოწოდებისა და უხამსობის რეგულირების შესახებ შემუშავებული სახელძღვანელო ევროკომისიას, მაუწყებლებსა და არასამთვრობო ორგანიზაციებს უკუკავშირის მიზნით გაუზიარა. კომენტარების მიღების შემდგომ, კომისია საბოლოო დოკუმენტს დაამტკიცებს. ComCom-მა სახელმძღვანელო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მედიაში სიძულვილის ენა, ტერორიზმისკენ მოწოდება და უხამსობა კომისიის რეგულირების ქვეშ შევიდა. აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნას მხარი ევროკავშირმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუჭირეს.

გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია კომისიის მიდგომა ნათელი და განჭვრეტადი იყოს, სახელმძღვანელო მაუწყებლებსა და აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს გაუმარტივებს სამუშაო პროცესს და დეტალურად განუმარტავს კანონის შინაარსს. კერძოდ, დოკუმენტში ახსნილია თუ როგორ აღასრულებს კომისია ნორმებს, როგორ განიმარტება თითოეული მათგანი, რა პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება დაეკისროთ დამრღვევ კომპანიებს და როგორი იქნება პროცედურა. სახელმძღვანელოში ასევე მოყვანილია შესაბამისი პრაქტიკული მაგალითებიც.

აღსანიშნავია, რომ ComCom-ში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება აპრობირებული პრაქტიკაა და მსგავსი დოკუმენტები პროდუქტის განთავსების, სოციალური რეკლამისა და სპონსორობის შესახებ უკვე არსებობს. აღნიშნული ასევე გავრცელებული პრაქტიკაა ევროპაში, მათ შორის, ბრიტანეთის (Ofcom), იტალიის (AGCOM), ლიეტუვის (RTK) და სხვა ქვეყნების მარეგულირებლისთვის.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც აუდიოვიზუალური მედიამომსახურებების შესახებ 2010/13/EU დირექტივასთან ჰარმონიზაციას ემსახურება და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom-მა “ბი ემ ჯი” ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსებისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ „ბი ემ ჯი“ ეთერში პროდუქტის კანონდარღვევით განთავსების...

ComCom-მა “ტელეიმედი”, “რუსთავი 2” და “ფორმულა” პროდუქტის განთავსების დარღვევისთვის გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“, „ფორმულა“ და „აგრომედია“...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...