სამშაბათი, ივლისი 15, 2025
33.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყოველთვის ფრთხილად უნდა შევხედოთ კონფორმიზმის შემთხვევებს - ასჯერ...

“ყოველთვის ფრთხილად უნდა შევხედოთ კონფორმიზმის შემთხვევებს – ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ” – იაგო კაჭკაჭიშვილი

კომფორმიზმთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და განმარტებებს აკეთებს სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი:

შეუძლებელია, საზოგადოების მეტ-ნაკლებად აქტიური წევრი იყო და რაიმე დოზით კონფორმისტი არ გახდე. პრობლემა კონფორმიზმის ხარისხშია და იმაში, რა ეწირება მსხვერპლად შენს კონფორმისტობას. სრული ნონკონფორმისტობა, უარეს შემთხვევაში, რეტრიტისტად (სოციალიზაციიდან ამოვარდნილად, „ბომჟად“) გაქცევს, ან, უკეთეს შემთხვევაში, დისიდენტად. „ბომჟობიდან“ დისიდენტობამდე მანძილი შორია, მაგრამ შვება არცერთს არ მოაქვს.

აქლემის ქურდი და ნემსის ქურდი ორივე ქურდია აბსოლუტური მორალის მიხედვით, მაგრამ სოციალური მორალი ნემსის ქურდს აქლემის ქურდს უპირისპირებს – მეორეს ეწინააღმდეგება, ხოლო პირველს ეგუება და შეიძლება წაახალისოს კიდეც.

ასე რომ, ყოველთვის ფრთხილად უნდა შევხედოთ კონფორმიზმის შემთხვევებს – ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...