ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოადამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2019 წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 2019 წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით გასულ წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა:

🍷 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 9%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს.

 აღნიშნული მაჩვენებელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულია!

► ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 240 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია!

► ღვინის ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:

🇲🇩 მოლდოვა +8738%

🇸🇪 შვედეთი + 636%

🇬🇧 დიდი ბრიტანეთი +60%

🇺🇸 აშშ + 48%

🇱🇹​ ლიეტუვა +45%

🇩🇪 გერმანია +40%

🇨🇿 ჩეხეთი + 34%

🇪🇪 ესტონეთი +20%

🇳🇱 ნიდერლანდები +17%

🇵🇱 პოლონეთი +17%

🇨🇳 ჩინეთი + 2%

► 2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

► რეკორდულია ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტი – მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%).

► მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა წინა პირობა არსებობს იმისთვის, რომ მომავალში მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ქვეყნის სწრაფი განვითარება...

„მომავალ წელს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...