პარასკევი, მარტი 29, 2024

როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თეა წულუკიანი იქნება ის პირველი ვინც სამჯერ კი არა ოცდაათჯერ უარყობს ივანიშვილსაც და “ქართულ ოცნებასაც” – გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს დღევანდელი ხელისუფლების მსახურად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მისი გამონათქვამები, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ეხებოდა, არასერიოზულია.

როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თეა წულუკიანი იქნება ის პირველი ვინც სამჯერ კი არა ოცდაათჯერ უარყობს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“ – ასე ეხმიანება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„თეა წულუკიანი გამოიჩევა თავისი ყელმოღერებული და არაადეკვატური განცხადებებით. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თეა წულუკიანი იქნება ის პირველი ვინც სამჯერ კი არა ოცდაათჯერ უარყობს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“. რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზულადაც კი არ უნდა მივიღოთ წულუკიანის ეს გამონათქვამები იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი მსახური დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხვალ საქართველოს ისტორიიდან გაქრება“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული