საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდთან დაკავშირებით:
,,ამოფარებულები არიან დემოკრატიის მანტიას, მედია-მანტიას და ახლა ახალგაზრდებს ამოეფარნენ, თითქოს ახალი სახეები არიან. ვინ არის ახალი სახე?! გვარამია არის ახალი სახე?!
რაც არ უნდა დაიმალო და ამოეფარო ამ ახალგაზრდებს, შენ გგონია დაავიწყდება საზოგადოებას ვინ იყავი და რა იყავი?! ჩვეულებრივი ზონდერ-პროკურორი იყავი. იმ რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი. სააკაშვილზე გინდა ხო გადაიტანო ისრები?! შენც, ადეიშვილიც და დანარჩენი ზონდერებიც იყავით მთლიანად ამ ჯაჭვის და ამ ქსელის ავტორები.
კარგად გვახსოვს. ვინაა ახალი სახე? მელიაა ახალი სახე?! თუ დეკანოიძე?! თუ გიჟი ჯაფარა?!’’,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი