შაბათი, მაისი 10, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციამივმართავ "ქართული ოცნების" ლიდერებს - გონს მოეგეთ, დემოკრატიის...

მივმართავ “ქართული ოცნების” ლიდერებს – გონს მოეგეთ, დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოსვლას არაადეკვატურს უწოდებს და მათ კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, თუ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები არ ჩატარდება, ევროკავშირისა და მათი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების შედეგები არ იქნება აღიარებული.

„დღევანდელი განხილვა ევროპარლამენტში შეგვიძლია შევაფასოთ შემდეგნაირად – სამარცხვინო წარმომადგენლობა და განცხადებები „ქართული ოცნების“ მხრიდან, აფერისტობა, რომელიც მათი მხრიდან იყო და ქვეყანაში არსებული რეალობის სრულიად არაადეკვატური შეფასება. სიცრუის ტალღით შეეცადნენ ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, თუმცა საპასუხოდ კრიტიკის ქარცეცხლი და კონკრეტული გზავნილები მიიღეს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თუ ისინი ამავე გზით გააგრძელებენ სვლას, საქართველოში არჩევნების ჩატარება და მისი შედეგების აღიარება სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგება. გამომდინარე აქედან „ქართულმა ოცნებამ“ გაკვეთილად უნდა მიიღოს, რომ საქართველო იზოლაციაში ვერ მოექცევა, იზოლაციაში მოექცევა „ქართული ოცნება“, იმიტომ რომ საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის გზას არცერთ შემთხვევაში არ შეაჩერებს, მაგრამ თუ ასე გააგრძელებენ მოქცევას „ქართული ოცნება“ ნამდვილად დაასრულებს არსებობას საქართველოში ძალინ დიდი კრახით. ის სისულელეები, რასაც როშავდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არაადეკვატური იყო, რადგან ევროპარლამენტარებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი საქართველოს მდგომარეობა.

მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს – გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ და საზოგადოების მოთხოვნა დააკმაყოფილოთ, იმიტომ, რომ დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აქვე, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ციხელაშვილის გამოსვლაც შეაფასა. ვაშაძის თქმით ციხელაშვილი საერთოდ უნდა ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას.

„რა თემით ჩავიდა ციხელაშვილი დღევანდელ შეხვედრაზე, რომელი სამინისტროს წარმოამდგენელი იყო? გუშინდელი ფაქტი გვაქვს მაგალითად, რომ ხეებია მონიშნული და შეიძლება მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება მოხდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით, როცა არ იმსჯელებს და არ დააყენებს ადამიანი ამ საკითხს არამარტო ოთხოზორიას, არამედ  არცერთი გატაცების ფაქტზე რეაგირების საკითხს, რომელიც  მთავარი თემა იყო საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვაჟა გაფრინდაშვილიდან დაწყებული, რაღა თქმა უნდა შენ ხარ არაადეკვატური და მხოლოდ შენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედი. აქედან გამომდინარე ვფიქრობს, რომ ეს ქალბატონი თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს და საერთოდ ჩამოშორდეს ამ მიმართულებით ყოველგვარ მუშაობას,“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...