პარასკევი, აპრილი 26, 2024

მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი – თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას მიმართავს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით გამახვილებული ყურადღების საპასუხოდ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია არ არის ყველას ომბუდსმენი, იგი სათანადოდ არ იცავს მმართველი გუნდის წევრებს და სამართალდამცავებს:

თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი?!

ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს.

მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი.

ახლახან მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც გახდით მათი ომბუდსმენიც.

სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ ან პოლიციელი დაიცავით, ან დეპუტატი დაიცავით, ან მინისტრი დაიცავით, ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომელსაც აფურთხებენ, ცემენ, წიხლებს ურტყამენ?“, – მიმართავს თეა წულუკიანი სახალხო დამცველს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული