ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 თებერვლის პერიოდისთვის

2 თებერვალს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში.

იანვრის დასაწყისში ლარის კურსის სტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გამყარების დინამიკით, შემდეგ ლარმა დაიწყო გაუფასურება, ბოლო კვირაში კი სახეზე იყო არასტაბილურობაც, ზოგიერთ ვალუტასთან მიმართებაში გამყარების ნიშნებით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

30 იანვარი – 2.6773;
31 იანვარი – 2.6827;
1 თებერვალი – 2.6818;
2 თებერვალი – 2.6771.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა 0.0083 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6688 ლარი.

იანვრის ბოლოდან ევროსთან მიმართებაშიც არასტაბილური კურსი დაფიქსირდა, მკვეთრი ცვლილებებით. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

30 იანვარი – 2.8963;
31 იანვარი – 2.9080;
1 თებერვალი – 2.9044;
2 თებერვალი – 2.8902.

ევროსთან მიმართებაში, ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0140 ლარით და 3 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9042 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4051 ლარი (გაუფასურდა 0.0218 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0876 ლარი (გამყარდა 0.0006 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7096 (გამყარდა 0.0022 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5698 ლარი (გამყარდა 0.0049 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2660 ლარი (გამყარდა 0.0226 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1185 ლარი (გაუფასურდა 0.0182 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7184 ლარი (გამყარდა 0.00087 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2183 ლარი (გამყარდა 0.0080 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3244 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8191 ლარი (გამყარდა 0.0045 ლარით).

ახალ წელს ვაჭრობები, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის გაუფასურებით დაიწყო, თუმცა შუა თვეში გამყარების ნიშნები გამოჩნდა, რაც ბოლო ვაჭრობაზეც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

30 იანვარი – 2.9846;
31 იანვარი – 3.0055;
1 თებერვალი – 2.9913;
2 თებერვალი – 3.9650.

ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა ეროვნული ვალუტა, 0.0152 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 3 თებერვლიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9498 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული