პარასკევი, აპრილი 26, 2024

NDI და IRI საქართველოს მოსახლეობას თავს ახვევენ ე.წ. სოციოლოგიური კვლევების შედეგებს – ირმა ინაშვილი

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების, NDI-ს და IRI-ს წინააღმდეგ ილაშქრებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი. “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურ მდივანს მიაჩნია, რომ ზემოხსენებული ორგანიზაციების კვლევები აცდენილია რეალობას და არის დიდი, სამარცხვინო ტყუილი:

“90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობას NDI და IRI თავს ახვევენ ე.წ. სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რაც სინამდვილეში ერთადერთი პარტიის-ნაცმოძრაობის (ახლა უკვე ევროპული საქართველოც) და მისი ლიდერების: სააკაშვილი, ბოკერია, ბაქრაძე, ვაშაძე და სხვების მუდმივი მხარდაჭერითა და პარალელურად, არასასურველი პოლიტიკური ძალების მიზანმიმართული განაგდურებითაა დაკავებული.

დიდიხანია ქართველმა საზოგადოებამ გაიგო, დაინახა, გააცნობიერა, რომ ამ ორგანიზაციების ყოველი მორიგი კვლევა აცდენილია რეალობას და არის დიდი, სამარცხვინო ტყუილი.

დიდიხანია ქართველი საზოაგდოება ელის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, გაითვალისწინებს ქართველი ხალხის განწყობას და შეაჩერებს NDI და IRI ტყუილს.
დიდიხანია ქართველი საზოგადოება გაბრაზებულია იმის გამო, რომ ტყუილის ტირაჟირება გრძელდება და NDI და IRI ცინიკურად დაგვცინის.

ჯერ კიდევ 2016 წელს ჩვენ ჩავატარეთ მასშტაბური გამოკითხვა. მაშინ საქართველოს მასშტაბით 28 517 ადამიანი გამოვიკითხეთ და გაირკვა, რომ გამოკითხულთა მთელი 77% არ ენდობა IRI-ს და NDI-ს კვლევის შედეგებს, უფრო მეტიც, ამ ორგანიზაციებს აცხადებს მატყუარა ორგანიზაციებად. მხოლოდ 3%-ი ენდობოდა ამ ორგანიზაციებს, მაგრამ რა არის მთავარი: ამ 28 517 ადამიანში ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც გამოუკითხავს ან NDI-ს დაან IRI-ს.

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ჩვენ მორიგი მასშტაბური გამოკითხვა ჩავატარეთ. საქართველოს სამ დიდ ქალაქში: ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში 211 000 – ზე მეტი მოქალაქე გამოვკითხეთ. გამოკითხულთა 76,7 % ანუ 161 800 მოქალაქე მხარს უჭერს სამხედრო მიუმხრობლობას, ანუ ავსტრია, შვეიცარია, შვედეთისა და ფინეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის მოდელს. ამავე გამოკითხვის ფარგლებში დავსვით შეკითხვა NDI-სა და IRI-ს საქმიანობისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებისა და პარტიებისადმი მხარდაჭერის ირგვლივ.

26 იანვარს, დღის 4 საათზე ჩვენ მორიგჯერ შევიკრიბებით თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და უტყუარ მტკიცებულებებს გავავრცელებთ იმის თაობაზე, რომ ზემოხსენებული ორგანიზაციების ე.წ. კვლევის შედეგები თავხედური სიცრუეა. ჩვენ პარტიების რეალურ რეიტინგსაც გავავრცელებთ!

მეორე – მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და საქართველოს პარლამენტი წევრი ვაცხადებ, რომ ადგილი აქვს კორუციას! რომ ნაცმოძრაობისა და ევროპული საქართველოსადმი (ეს ერთი პარტიაა სინამდვილეში) NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების პოლიტიკურ მიკერძოებას განაპირობებს არა იდეალისტუირ მიდგომა, არამედ ფინანსური დაინტერესება! მაქვს სერიოზული ეჭვის საფუძველი, რომ ქალბატონი ლორა თორნტონი ფინანურად დაინტერესებულია სააკაშვილ-ბოკერიას მხრიდან! ამიტომ, როგორც საქართველოს მოქალაქე და როგორც პარლამენტის წევრი ჩემი სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან ვითხოვ, – სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რომელიც შეისწავლის საქართველოში NDI-სა და IRI-ს, მათი პარტნიორი ადგილობრივი ორგანიზაციების, მათ შორის „სიარარსის“ (CRRC), ბისიჯის საქმიანობას და გახსნის კორუფციულ სქემას, თუ რა ფინანსური დაინტერესება აქვს ქალბატონ თორნტონს რეიტინგებში ხელოვნურად დაწინაურებული პარტიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან!

შემდეგი პუნქტი – იმედი მაქვს, ყველა ხვდება, რომ საკითხი არ ეხება მხოლოდ პარტიების რეიტინგს. დიდიხანია NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების ე.წ. კვლევები სერიოზულ პრობლემად იქცა ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების კუთხით. დამახინჯებული რეალობა, ხელოვნურად შეცვლილი სურათი, ქართველი ხალხის განწყობების დამახინჯება, საზოგადოების ცნობიერებაზე მიზანმიმართული შეტევა,- ეს არის არა უბრალოდ საინფორმაციო ომი, არამედ ტერორის ერთგვარი ფორმაა და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველოში 90-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება NDI-სა და IRI-ს თბილისის ოფისების მხრიდან ტერორი ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ! ჩვენ ერთად უნდა უნდა დავასრულოთ ეს უბედურება და ეს ტყუილი!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული