პარასკევი, აპრილი 19, 2024

უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ნორმალური არჩევნების ჩატარებაა – გიორგი ვაშაძე

საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა ხელისუფლების მხრიდან უკვე გაჟღერებულ  შემოთავაზებაზე გაერთიანებული ოპოზიცია უარს აცხადებს და 2020 წლის არჩევნების ჩატარების სისტემის ინიციატივას კრიტიკით პასუხობენ. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ბრძოლის სტრატეგია და გეგმები კვლავ უცვლელია.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარეს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ საარჩევნო სისტემაზე მანიპულირებით მმართველ გუნდს ხელისუფლების შენარჩუნება სურს:

„პირველ რიგში ველოდებით ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც უახლოეს პერიოდში იქნება და მეორე, რაც მთავარია ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა. ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება და ამ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი არის ნორმალური არჩევნების ჩატარება. ეს ფორმულა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი ხელისუფლების მხრიდან, არის ფორმულა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას მხოლოდ მანიპულაციებით შეინარჩუნებს, ამის უფლებას კი ჩვენ ვერ მივცემთ და არც დავუშვებთ,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული