კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინებისმიერ პოლიტიკოსს ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული...

ნებისმიერ პოლიტიკოსს ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი ოფიციალური პოზიციით – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე ოპონენტებს ურჩევს ისარგებლონ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და არა რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით:

“ნებისმიერ პოლიტიკოსს და არა მარტო მათ, ობიექტური დასკვნის გამოსატანად, ვურჩევ ისარგებლონ არა ერთი რომელიმე კონკრეტული კონგრესმენის პერსონალური, კრიტიკული განცხადებით, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი ოფიციალური პოზიციით, მათ შორის ორპარტიული მხარდამჭერი აქტით, სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებით, რომელიც უაღრესად პოზიტიურია და. ა. შ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონგრესმენ მალენის განცხადებას, მის მიერ იმავე წერილში მაგალითის სახით მითითებული, კონკრეტული მიზეზიც აქვს.

რაც შეეხება კომპანია “ფრონტერას” – მისი დავა საერთაშორისმა არბიტრაჟმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილების შემდეგ უფრო მიუკერძოებლად, რეალისტურად შეგვეძლება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

ზოგადად, ქართული სახელმწიფო დღეს, ისე როგორც არასდროს, მოწოდებულია, რომ მაქსიმალური, შეიძლება ითქვას პრიორიტეტული ხელშეწყობა ქონდეთ დასავლურ კომპანიებს და ერთ-ერთ მაგალითად თავად “ფრონტერაც” კი შეიძლება გამოდგეს, რომელსაც, თუ სწორად მახსოვს, საქართველოში დღეის მდგომარეობით ყველაზე შეღავათიანი საგადასახადო პირობები აქვს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

“კვლავ ძალაში რჩება “მეორე ფრონტის” გახსნის იდეა და ეს არის რეალური” – რიმა ბერაძე

დეპუტატი რიმა ბერაძე, საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნის იდეას, რეალურად...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...