ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დისკუსია გვქონდა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელობა...

“დისკუსია გვქონდა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელობა ძალიან მკაფიო იყო და მათი განცხადებების ძირითადი ადრესატი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა ევროკომისიის დელეგაციასთან უკვე დასრულდა.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე დელეგაციამ „ქართულ ოცნებას“ მკაფიოდ მიუთითა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

მისივე თქმით, საუბარი სადამკვირვებლო მისიების საქართველოში გამოგზავნასაც შეეხო, რისთვისაც ხელისუფლებამ შესაბამისი პროცედურები თებერვლამდე უნდა დაასრულოს:

დისკუსია გვქონდა 9 ნაბიჯის შესრულებაზე, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელობა ძალიან მკაფიო იყო და მათი განცხადებების ძირითადი ადრესატი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან რეკომენდაციები უკვე არსებობს, რაც პასუხობს რამდენიმე პუნქტის შესრულებას და შესაბამისად, ეს რეკომენდაციები უნდა შესრულდეს.

ოპოზიციის თხოვნაზე, რომ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები დროზე უნდა ჩამოვიდნენ, ევროკომისიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ძალიან მკაფიოდ უთხრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ხელისუფლებამ სადამკვირვებლო მისიის მოსაწვევად დროულად უნდა დაიწყოს პროცედურების წარმოება და თებერვალში უნდა დასრულდეს ეს პროცესი.

ძირითადად საუბარი იყო, რომ ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს და შეფასების მორიგი დოკუმენტი შემოდგომაზე, ნოემბერში გამოქვეყნდება“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...