კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ირაკლი კობახიძეს უფრო ენდობა...

“ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ირაკლი კობახიძეს უფრო ენდობა და მეტად სანდო ადამიანი მისთვის, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან“ ინტერვიუში საუბრობს მმართველ პარტიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში – არაფორმალური მმართველობა გრძელდება!

საკადრო ცვლილებებს, რაც შეეხება – ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ ის უფრო ენდობა ირაკლი კობახიძეს და მეტად სანდო ადამიანი მისთვის, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი. იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებები, თუნდაც, კორუფციულ გარიგებები, მგზავრობა ამერიკაში 34 000 ევროდ, ცოლისთვის ტყის მასივის გადაცემა ბაკურიანში, ეს მოხდა ივანიშვილისგან შეუთანხმებლად. ამიტომაც ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილი მას ბოლომდე არ ემორჩილება.

მართალია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ის გაიძახის ,,მადლობა ბატონ ბიძინას“, მაგრამ, რეალურად, თან მადლობას იხდის, ან, ვთქვათ, აკეთებს თავისთვის სასარგებლო საქმეს. ეს არის ივანიშვილისთვის მიუღებელი. ამიტომაც ის თვლის, რომ კობახიძე მისთვის უფრო სანდო ადამიანია.

აქედან გამომდინარე, შემდგომში ამას მოჰყვება, ალბათ, ღარიბაშვილის კადრების ჩამოცილება ხელისუფლებიდან, მათ შორის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რამდენიმე მინისტრის წარდგენა არ მოხდება, როდესაც პარლამენტმა ახალ მთავრობას უნდა გამოუცხადოს ნდობა და გარკვეულწილად, მერე დაიწყება ღარიბაშვილის კადრებზე ნადირობა.

საპარლამენტო სიაში, ალბათ, ჩასვამენ უფრო კობახიძესთან, უშუალოდ ივანიშვილთან დაახლოებულ ადამიანებს და არა ღარიბაშვილთან დაახლოებულებს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ღარიბაშვილი გადაიყვანეს პარტიის თავმჯდომარედ, ივანიშვილს არ სურს იმის აღიარება, რომ ღარიბაშვილი მას ბოლომდე არ ექვემდებარება და კი დანიშნავენ პარტიის თავმჯდომარედ, მაგრამ ამ შემთხვევაში პარტიაში არანაირი ძალაუფლება არ ექნება. რეალური ძალაუფლება აქვს ივანიშვილს, როგორც ე.წ. საპატიო თავმჯდომარე ნიშნავს/ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრებს და ა.შ. და ა.შ.“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სტატუსის დამწერი მომხრე აღარ დაგრჩებათ მალე‼️” – ელისო კილაძე მმართველ პარტიას მიმართავს

კულტურის სამინისტროს მიერ დათო დოიაშვილის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას, კონკრეტული...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...