პარასკევი, აპრილი 19, 2024

კახა კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება – ალექსანდრე ელისაშვილი

დედაქალაქის მერის გარემოცვის დაჭერების სერიას ვარაუდობს “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მის აზრით კალაძე აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული:

კახა კალაძის გარშემო დაჭერების სერია დაიწყება. დაჭერებს პროკურატურა დაიწყებს და ამას რამდენიმე დღეში ვიხილავთ, თუ ვინმე დაუსრულებს პოლიტიკურ კარიერას კახა კალაძეს ეს, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი იქნება.

თუ დააკვირდით, ძალიან საინტერესო ამბავი იყო, კალაძე რომ გამოვიდა და თქვა, მოვუწოდებ გამგებლებს, სამსახურის უფროსებსა და მოადგილეებს, რომ კორუფციას გაეშვნენო. ეს შემთხვევითი ამბავი კი არ იყო.

თუ ვინმე კისერს მოუგრეხს კახი კალაძეს ისევ ბიძინა ივანიშვილი იქნება და ეს დაიწყება დღედღეზე. მის გარშემო ძალიან ხმაურიან დაჭერების სერიას ვიხილავთ.

კალაძე თვითონ არის აღვირახსნილ კორუფციაში ჩაფლული. ეს იქნება იტალიაში შესყიდვები, თუ სამშენებლო ბიზნესი და „არქი ჯგუფი“. კორუფციაში, თავიდან ბოლომდე, თვითონ არის ჩართული. ყველაფერში ფულს იღებს, რაშიც შეიძლება იღებდეს,” – აცხადებს ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული