კვირა, ივლისი 6, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში...

კახა კალაძე: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება.

ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი ინფრასტრუქტურა იყო მიწის ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ

ადგილზე სამუშაოებს ასევე გაეცნო მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომლის თქმით, გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა იანვრის ბოლოდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი.

როგორც შევპირდით მოსახლეობას, იანვრის ბოლოსთვის, საგზაო ნაწილი დასრულებული იქნება და შეუზღუდავად, ორმხრივად იქნება შესაძლებელი ავტომობილების გადაადგილება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, გაჩერებების კუნძულების მოპირკეთება. ამის შემდეგ გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები მარტში დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ტროტუარებზე უკვე მოწყობილია მოწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც ელექტროსადენები განთავსდება. მისივე თქმით, მოგვიანებით გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.

თბილისის მერმა გამზირზე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...