ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური ელექტროენერგიის გენერაციას ოფიციალურად...

230 მეგავატი სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური ელექტროენერგიის გენერაციას ოფიციალურად იწყებს

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შექმნილი თბოსადგური, რომელიც თითქმის ორჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ძველი, ე.წ. „ღია ციკლის“ თბოსადგურები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი, ეკოლოგიურად მეგობრული ტექნოლოგიებით შესრულებული თბოსადგური, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს მომხმარებლების, მოსახლეობის, ბიზნესის უსაფრთხო, უწყვეტ ენერგომომარაგებას“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ქვეყნისთვის ენერგეტიკული რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სფერო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მაღალი პრიორიტეტია, განსაკუთრებით არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით. „ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმის და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის და განვითარების აუცილებლობას. 2019 წელს დავიწყეთ ეს რეფორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობით და დავალებით, შევიმუშავეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა, დავიწყეთ ჩვენი ენერგეტიკული ბაზრის ეტაპობრივი გახსნა და შევქმენით კონკურენტული, ღია ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ გენერაციის ახალი ობიექტების მშენებლობას – სწორედ ასეთი ობიექტია ეს თბოსადგური, რომელიც დღეს გავხსენით და ექსპლუატაციაში შევა“ – განაცხადა მინისტრმა.

მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ახალი თბოელექტროსადგური საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით აშენდა.

„ეს არის სადგური, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ზე მეტს უზრუნველყოფს. ეს არის ჩვენი ე.წ. „რეზერვი“, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში, ძალიან სწრაფად შედის მწყობრში და უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას – მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ამ მხოლოდ ამ ერთ თბოსადგურს შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის სეზონისთვის სრული მოცულობით უზრუნველყოფს.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ წელიწადში 1,3 მილიარდ კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ახალი თბოელექტროსადგური პირველია საქართველოში, რომელიც ინოვაციური, ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში, სისტემისთვის  ელექტროენერგიის მიწოდებას და ნულიდან აღდგენას გულისხმობს.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს და უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ComCom: აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...