კვირა, ივლისი 13, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკულტურა და ხელოვნებაკომპანია "1991 ფროდაქშენს": 2024 წლის 15 თებერვალს, ბერლინალეს...

კომპანია “1991 ფროდაქშენს”: 2024 წლის 15 თებერვალს, ბერლინალეს კინოფესტივალის სექციას “პანორამა” გახსნის ლევან აკინის ფილმი – “გზაჯვარედინზე”

როგორც იუწყება კომპანია – “1991 ფროდაქშენს”-ი 2024 წლის, 15 თებერვალს,  ბერლინალეს კინოფესტივალის სექციას “პანორამა” გახსნის ლევან აკინის ფილმი – ,,გზაჯვარედინზე”.

ლევან აკინის ახალი ფილმი 5 ქვეყნის კოპროდუქციაა. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად (French Quarter Film , Easy Riders Films , Adomeit Film,  Bir Film, SVT, RMV Film.) ქართული კომპანია – “1991 ფროდაქშენს” მუშაობდა.

საერთაშორისო გაყიდვებს აწარმოებს TOTEM Films.

ფილმის სინოფსისი

პენსიაზე გასული მასწავლებელი, ლია, პირობას დებს, რომ გაარკვევს, რა შეემთხვა მის დისშვილ თეკლას, რომელიც დიდი ხნის წინ დაიკარგა. ლია  მეზობელი აჩისგან იგებს, რომ შესაძლებელია თეკლა თურქეთში იმყოფებოდეს. თეკლას საძებნელად ლია აჩისთან ერთად სტამბულში მიემგზავრება. ულამაზესი სტამბული სავსეა ახალი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით, მაგრამ იმ ადამიანის პოვნა, ვისაც არასდროს სდომებია ვინმეს ეპოვნა, ბევრად რთული აღმოჩნდება, ვიდრე ეს ლიას და აჩის ეგონათ. სირთულეები გრძელდება იქამდე, ვიდრე ისინი ტრანსი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლ ადვოკატს, ევრიმს არ შეხვდებიან. ლია, აჩისთან ერთად, გზას იკვლევს სტამბულის ქუჩებში, თეკლა კი უფრო და უფრო უახლოვდება მათ. (უახლოვდება თუ შორდება?)

მთავარი როლის შემსრულებლები :

მზია არაბული და ლუკა კანკავა.

 

რეჟისორი

ლევან აკინი 1979 წელს დაიბადა. წარმოშობით ქართველი რეჟისორი,  დღევანდელი შვედური კინოს ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელია.

აკინი რამდენიმე წარმატებული მოკლემეტრაჟიანი და  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის და ტელესერიალის ავტორია.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ლევან აკინის ყველაზე გახმაურებული ფილმია. მისი

პრემიერა 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე, რეჟისორთა კვირეულის სექციაში (Director’s fortnight) შედგა. ჩვენება თხუთმეტწუთიანი ოვაციებით დასრულდა.

 

საპროდიუსერო კომპანია 

1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა. დამფუძნებლები – ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე, ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებენ და აფინანსებენ ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.

 

1991 Productions-ის უახლესი ფილმებია:

დოკუმენტური ფილმი – ღიმილიანი საქართველო”, რეჟისორი  – ლუკა ბერაძე. მსოფლიო პრემიერა 2023 წელს, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. ასაევე აღსანიშნავია 2020 წლის მხატვრული-დოკუმენტური ფილმი – დიდება დედოფალს”, რეჟისორები – თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე,  (კოპროდუქცია: ავსტრია, სერბეთი).  ფილმი იხილეს  25-ზე მეტ ფესტივალზე მსოფლიო მასშტაბით.  2021 წელს,  საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო –  ოქროს პრომეთე.

კომპანია ამჟამად ავითარებს დოკუმენტურ ფილმებს: “9-თვიანი კონტრაქტი” (რეჟ: ქეთევან ვაშაგაშვილი) და “ბერლინელი” (რეჟ: ანა ხაზარაძე) ასევე სრულმეტრაჟიან მხატვრულ  ფილმს – “ცრემლსადენი გაზი” (რეჟ: უტა ბერია).

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...