მევახშეობისა და გამოსახლებების თემას ეხება და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი:
“ვიღაცები წერენ აქ, გამოსახლება კანონიერი იყოო, აღსრულების სამსახური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოქმედებდაო, მსესხებელსა და გამსესხებელს შორის შეთანხმებული კონტრაქტის მიხედვით მოხდა ყველაფერიო.
საქმეც ამაშია, მეგობრებო! თუ ყველაფერი კანონიერად მოხდა, ეს ნიშნავს, რომ დრაკონული კანონები გვაქვს ამ მიმართულებით. ჰოლოკოსტიც კანონიერი იყო – ბაუმანმა წიგნი დაწერა იმაზე, რომ ებრაელების მასობრივი განადურება მოდერნიზაციის ყველაზე რაფინირებულ ხორცშესხმას წარმოადგენდა.
კარგი კანონი/რეგულაცია სოციალური მორალის აუცილებელ მინიმუმს უნდა ითვალისწინებდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ შეიძლება კანონი უშვებდეს შესაძლებლობას, რომ ადამიანი მივიდეს ისეთ მდგომარეობამდე, რომელიც მის გარიყვას, განადგურებას, ზომბად ქცევას გამოიწვევს. არ შეიძლება, კანონი დეჰუმანიზაციის წყარო გახდეს. სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეა სწორედ ამას ითვალისწინებს. და ჩვენ რას ვაშენებთ?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.