შაბათი, მაისი 4, 2024

“ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია” – მიხეილ სააკაშვილი ჯარიმებთან დაკავშირებით

კონკრეტულ რეგულაციებთან და ჯარიმების ზრდასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს მიხეილ სააკაშვილი:

თავის დროზე, მე გავაუქმე ავტომობილების ტექდათვალიერება და ახლაც ვაპირებ, რომ ხელი შევუწყო აუცილებელი ტექდათვალიერების გაუქმებას. უნდა დავტოვოთ მხოლოდ ნებაყოფლობითი ტექდათვალიერება და მისი წახალისების მიზნით, ისიც უფასოდაა გასაკეთებელი.

ასევე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები მთავრობამ მკვეთრად გაზარდა, ყველგან კამერები აყენია და ძალიან ხშირად და დიდი თანხებით აჯარიმებენ. ჯარიმები მინიმუმ 10-ჯერაა შესამცირებელი.

ეს არის საბიუჯეტო ყაჩაღობა, რომელიც დასასრულებელია“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული