ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 27-29 იანვრის პერიოდისთვის

26 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 27 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.

იანვრის დასაწყისში ლარის კურსის სტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გამყარების დინამიკით, თუმცა ბოლო კვირაში ლარმა დაიწყო გაუფასურება, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

23 იანვარი – 2.6588;
24 იანვარი – 2.6633;
25 იანვარი – 2.6692;
26 იანვარი – 2.6769.

წინა ვაჭრობისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა 0.0019 ლარით და 1 აშშ დოლარი 27 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6750 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

23 იანვარი – 2.8946;
24 იანვარი – 2.8971;
25 იანვარი – 2.9089;
26 იანვარი – 2.9168.

ევროსთან მიმართებაშიც, წინა ვაჭრობისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0112 ლარით და 27 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9056 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, ძირითადად გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4050 ლარი (გამყარდა 0.0054 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0882 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7080 (გამყარდა 0.0046 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5721 ლარი (გამყარდა 0.0030 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.6377 ლარი (გამყარდა 0.0080 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0979 ლარი (გამყარდა 0.0004 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7290 ლარი (გამყარდა 0.00047 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2183 ლარი (გამყარდა 0.0024 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2303 ლარი (გაუფასურდა 0.0042 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8113 ლარი (გამყარდა 0.0031 ლარით).

ახალ წელს ვაჭრობები, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის გაუფასურებით დაიწყო, თუმცა შუა თვეში გამყარების ნიშნები გამოჩნდა, რაც ბოლო ვაჭრობაზეც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

23 იანვარი – 3.0239;
24 იანვარი – 3.0241;
25 იანვარი – 3.0197;
26 იანვარი – 3.0141.

ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა ეროვნული ვალუტა, 0.0284 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 27 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9857 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული