“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელის, ლელა ჯეჯელავას პოზიცია ოპოზიციურ სპექტრთან მიმართებაში:
“ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს მთელს ოპოზიციურ სპექტრთან:
ეს 9 თვე რომ მორატორიუმი გამოაცხადოთ ერთმანეთის ლანძღვაზე და წარსულის წამოძახებაზე, ვერ გაქაჩავთ ვითომ?🤔
მე პირადად იმ პოლიტიკურ პარტიას დავუჭერ მხარს, რომელიც საკუთარი თავის პრეზენტირებას სხვისი ლანძღვის ხარჯზე არ შეეცდება და ვისაც სოცქსელებში ყველაზე ნაკლებად აგრესიული მხარდამჭერები ეყოლება.
“ოცნებაც” მეყოფა ისეთი, 12 წელი სხვისი ლანძღვით რომ ინარჩუნებს ძალაუფლებას და საშინლად არაეკოლოგიური სოციალური და პოლიტიკური გარემო შექმნა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.