შაბათი, მარტი 15, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალისასამართლოს გუშაგი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ევროკავშირის...

სასამართლოს გუშაგი: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ევროკავშირის პირობების შესრულებამდე დაიწყო

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა დაიწყო. მოსამართლის სამ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2024 წლის 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის 28 მოსამართლე, თუმცა ამჟამად უფლებამოსილებას 27 ახორციელებს: რომელთაგან 24 არჩეულია უვადოდ, ხოლო სამი – 10 წლის ვადით.

  • 2024 წლის ოქტომბერში 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს, ხოლო 2025 წელს – ეკატერინე გასიტაშვილს.
  • ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წლის დეკემბერში თანამდებობა დატოვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

2023 წლის ბოლოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, თუმცა 2024 წელს ხელისუფლებამ  უნდა განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები მათ შორის მართლმსაჯულების ნაწილში. ევროკავშირის პირობების მიხედვით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, შეიქმნას საგანგებო სისტემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შესამოწმებლად.

2023 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ღონისძიებები ევროკომისიის პირობების შესასრულებლად. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის იანვარში უნდა შეიქმნას სამუშაო ფორმატი ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით სასამართლო და პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განახლების ბოლო თარიღად დასახელებულია 2024 წლის 31 იანვარი, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებები, გეგმის თანახმად, პარლამენტმა 2024 წლის 7 მარტამდე უნდა მიიღოს.

ასეთ ვითარებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება აჩენს კითხვებს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.

“საქართველოს სასამართლოს გუშაგი” იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი დროულად დაიწყებს მუშაობას და წარმართავს ინკლუზიურ პროცესს იმისათვის, რომ შეიქმნას საგანგებო მექანიზმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შესამოწმებლად.

ინფორმაციას ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგი” ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივია დაკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში,...

“ჩემი პრეზიდენტობის შედეგად საქართველოში ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ (პენსიები 10-ჯერ) ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ” –...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სასამართლოში ე.წ. ,,პიჯაკების...

ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორია დააკავებული

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლის მიმართ...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლდებიან ქვეყანასთან ერთად” –...

“ე.წ. მთავრობა საქართველოში ემსახურება პუტინის ინტერესებს,ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი...

პაატა მანჯგალაძე: “ივანიშვილის “ტრამპისტული” ფარსი – ღალატის დასაფარად დაგეგმილი სპექტაკლია”

გეოპოლიტიკური ცვლილებები და საქართველოს ადგილი ახალ რეალობაში... მთავარი საკითხი,...

ელისო კილაძე: “გახარია, უშნოდაა ატეხილი შენი ბაბლი…”

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი...