ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რუსული ბაზარი 5000-ზე მეტმა ბრენდმა დატოვა, ბევრთან დღემდე...

“რუსული ბაზარი 5000-ზე მეტმა ბრენდმა დატოვა, ბევრთან დღემდე მაქვს კონტაქტი და გამარჯვებისთანავე ამ კომპანიებს შემოვიყვანთ საქართველოში” – გიორგი ვაშაძე

ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის ოლიგარქიული კლანი ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდიან დამოუკიდებელი, საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რუსული ბაზრიდან გასულ საერთაშორისო კომპანიებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, საერთაშორისო ბრენდებთან დღემდე მჭიდრო კომუნიკაცია აქვს და 2024 წლის არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ისინი ქართულ ბაზარზე გამოჩნდებიან.

მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები საქართველოში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და სამუშაო ადგილების პრობლემას აღმოფხვრის:

N1 პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების არარსებობა. შემიძლია, ძალიან კონკრეტული ციფრები წარმოვუდგინო მოქალაქეებს.

თქვენ ხედავთ კომპანიების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც დატოვეს რუსეთის ბაზარი. საუბარია 5000-ზე მეტ ბრენდზე, რომელმაც 2022-23 წლებში დატოვა რუსული ბაზარი. ჯამურად რომ გითხრათ, ეს არის დაახლოებით 2 მლნ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კომპანიებში, როგორიცაა „მერსედესი“, „ფოლკსვაგენი“, „ეფლი“, „გუგლი“, „ამაზონი“, „მიცუბიში“, „ფერარი“, „ჯენერალ მოტორსი“ და ა.შ. მის გარშემო შექმნილი იყო 4 დან 6 მლნ-მდე სამუშაო ადგილი, ჯამურად ამ კომპანიების ღირებულება არის 266 მლრ დოლარი, სწორედ ამ კომპანიებმა დატოვეს რუსეთის ფედერაცია.

მთავარი კითხვაა – სად წავიდნენ ეს კომპანიები? ისინი პროდუქციას მთელ ევრაზიას რუსეთიდან აწვდნიდნენ. აი, წარმოგიდგენთ ევრაზიის რუკას და ნახავთ, რომ ეს კომპანიები წავიდნენ აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, ბულგარეთში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

არცერთი ეს კომპანია არ შემოსულა საქართველოში. კითხვა უნდა დავსვათ – რატომ? რატომ წავიდა აზერბაიჯანში მაგალითად და არა საქართველოში? რატომ წავიდა უზბეკეთში? აღარაფერს ვამბობ დუბაიზე, თურქეთზე. მიზეზი არის ძალიან კონკრეტული, რომ სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის ოლიგარქიული კლანი ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდიან დამოუკიდებელი, საერთაშორისო კომპანიები ინვესტიციებისთვის, რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური ვითარება.

როცა სისტემას მართავ კორუფციით, არაფორმალური მმართველობით, კლანური სასამართლოთი, იქ ინვესტიციები არ შედის. ჩემო კარგებო, წლევანდელი წელი სწორედ ეს არის – ჩვენ ვქმნით სამუშაო ადგილებს, შემოგვყავს ეს კომპანიები საქართველოში თუ ისევ და ისევ სიღარიბის, ივანიშვილისეულ ჭაობში ვიძირებით.

აი, ძალიან კონკრეტული მაგალითია, თუ როგორ შეიძლებოდა ასობით მლრდ ინვესტიციების მოზიდვა. სულ რაღაც 5-7% რომ შემოსულიყო საქართველოში, ეს უკვე მოაგვარებდა უმუშევრობის პრობლემას საქართველოში.

ჩვენ დღეს ევროკავშირის კანდიდატის ქვეყანა ვართ. მერწმუნეთ, ინვესტორებისთვის გაცილებით საინტერესო ვართ, ვიდრე აზერბაიჯანი, თუნდაც უზბეკეთი, მაგრამ ისინი აქ არ შემოდიან, რადგან არაფორმალური მმართველობის, კორუფციული მმართველობის და კლანური სასამართლოს პირობებში არავის არ უნდა ინვესტიციების ჩადება.

წელს ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ საქართველო და დავიწყოთ მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროცესი ქვეყანაში. ყველა ამ კომპანიასთან ჩვენ კონტაქტი გვექნება, ბევრთან დღემდე მაქვს კონტაქტი, შევხვდით კიდეც სხვადასხვა ქვეყნებში და გამარჯვებისთანავე, ამ ადამიანებს შემოვიყვანთ საქართველოში, რათა საქართველოს მოალაქეებს ქონდეთ ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება” – გიორგი ბარამიძე

“მოღალატეთა, კრიმინალური რეჟიმი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, არ აღიარებს...

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

“10, 20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია” – ლევან იოსელიანი

"პალიტრანიუსის" ეთერში საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ...

“ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...