პარასკევი, აპრილი 18, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძე - 2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ...

თორნიკე რიჟვაძე – 2023 წელს აჭარაში ვიზიტების რაოდენობამ 4,3 მლნ გადააჭარბა, მზარდია ტურისტული ნაკადები ბათუმსა და მაღალმთიან აჭარაში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 30%-ით

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონისთვის ტურისტული თვალსაზრისით 2023 წელი იყო გამორჩეული. აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან.

სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.

2023 წელს ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში შეადგინა 3.3 მილიარდი დოლარი, რაც გულისხმობს 30% – ით მატებას. აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად 4,3 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით.

აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...