სამშაბათი, ივლისი 22, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი ბიზნესს აკეთებს კულტურული, საგანმანათლებლო, სარელაქსაციო, სამკურნალო ობიექტების...

“ივანიშვილი ბიზნესს აკეთებს კულტურული, საგანმანათლებლო, სარელაქსაციო, სამკურნალო ობიექტების ნგრევა-განადგურებით და მასზე თავისი მომგებიანი სტრუქტურების აღმართვით” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით. ასევე, მწვავე პოზიციას აფიქსირებს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და მას კონკრეტულ ბრალდებებს უყენებს:

,,კაცობრიობას უნახავს არაერთი ეგზოტიკური მიდრეკილებების მქონე ოლიგარქი, მაგრამ ისეთი, როგორიც ჩვენ დაგვებედა, დამერწმუნეთ, ჯერ არავის უნახავს.

ივანიშვილი ბიზნესს აკეთებს კულტურული, საგანმანათლებლო, სარელაქსაციო, სამკურნალო ობიექტების ნგრევა-განადგურებით და მასზე თავისი მომგებიანი სტრუქტურების აღმართვით. ამის ჭეშმარიტი დადასტურება გახლავთ იპოდრომის მიტაცება, ვერეს ხეობის დანგრევა, ზოოპარკი, საცურაო აუზი, ახლა უკვე მიადგა ვაჟა-ფშაველაზე რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც არის მექა ისტორიული ჯანმრთელობის დაცვისა, სადაც მუშაობს ასეულობით მედიკოსი, რომელთაც გადაურჩენიათ ასიათასობით პაციენტი და რომელიც არის ქალაქის არქიტექტურული იერსახე.

მოტივაცია საერთოდ ,,აღმაფრთოვანებელია”, რომ თურმე ის ავარიული გახლავთ და უნდა დაინგრეს. მაშინ, როდესაც აღნიშნული ობიექტი 70-იან წლებში საბჭოთა კავშირის ბიუჯეტით აშენდა და გათვლილი გახლავთ ატომურ ომზე, რის შედეგადაც ის არ დაინგრევა.

სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს დაგეგმილი აქვს ამ ტერიტორიაზე, საკმაოდ დიდ ფართზე, საცხოვრებელი ბინების და ცათამბჯენების მშენებლობა. ამისათვის უკვე მონახული ჰყავს ყალბი ინვესტორი, რომელიც ვითომ პანამიდან შემოიტანს ინვესტიციებს. იქ რაღაც პატარა სამედიცინო დაწესებულებას ააშენებენ და მიუგდებენ ხალხს – ,,აჰა, გეყოფათ ესეც, რაც იყო“.

მივმართავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიკორუფციულ ბიუროს – ივანიშვილის მიმართ სანქციების დადების დროს გაითვალისწინეთ, მათ შორის, ეს ქმედება, რასაც აკეთებს ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი ბიზნეს-ინტერესებისათვის!

მივმართავთ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას – განიხილეთ, გამოუშვით კომისია და ადგილზე ნახეთ ჯანმრთელობის დაცვის გენოციდი, რომელსაც ახორციელებს საქართველოს დიქტატორი, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ჯიბისა და მილიარდებისათვის. სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში, აი, ამ თემებზე გვიწევს საუბარი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველებო, ბეწვის ხიდზე გავდივართ! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება!” – დიმიტრი...

"ქართული ოცნების" რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, დიმიტრი სამხარაძე კონკრეტულ საფრთხეებზე...

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

“დღეს, მე, 82 წლის დედაჩემმა, ჩემმა ძმამ და ჩემმა ძმის შვილმა შევიტანეთ სარჩელი ცილისწამებაზე”...

18 ივლისს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საჩივარი...

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...