შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც "ქართული ოცნების" უნამუსობის და...

“ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც “ქართული ოცნების” უნამუსობის და უპასუხისმგებლობის პირობებშიც კი, უპრეცენდენტო ფაქტს ადასტურებს” – გია თევდორაძე დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით

ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არიან, მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს და დღეს, რუსული ხელისუფლება, მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გია თევდორაძემ ქუთაისში დევნილების გამოსახლებასთან დაკავშირებით საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თევდორაძის აღნიშნავს, მოქალაქეებს, რომელთაც არანაირი ფინანსური კომპენსაცია არ მიუღიათ, „რუსული ხელისუფლება“ საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცისქვეშ ტოვებს.

მისივე თქმით, გამოსახლებული დევნილების უფლებებისთვის ბრძოლა და მათი მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება:

ხელთ მაქვს დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ უნამუსობის და უპასუხისმგებლობის პირობებშიც კი, უპრეცენდენტო ფაქტს ადასტურებს. აქ არის დევნილთა უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მოცემული წერილობითი პასუხი, რომ მოქალაქეებს არანაირი ფინანსური და საარსებო ფართის კომპენსაცია არ მიუღიათ და მიუხედავად ამისა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ადამიანებს ტოვებს საცხოვრებელი ფართის გარეშე, ღია ცისქვეშ.

ხელისუფლება, რომლის მთავარი ლოზუნგიც იყო, რომ უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი, აღმოჩნდა, რომ უმთავრეს ღირებულებას საკუთარი ჯიბე და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები წარმოადგენს, სხვა შემთხვევაში, ამ ფსკერის გახვრეტის ფაქტს ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდით.

ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ არიან, მათ ერთხელ საკუთარი საცხოვრებელი ოჩამჩირეში ოკუპანტების გამო დროებით დაკარგეს და დღეს, რუსული ხელისუფლება, ოკუპაციის აქტს აგრძელებს, მათ საცხოვრებელი ფართის გარეშე ტოვებს.

მე მინდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ ყველანაირად შევეცდებით დახმარება და თანადგომა აღმოვუჩინოთ ამ ადამიანებს”, – განაცხადა გია თევდორაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ჩემის აზრით, სწორი იქნება შუალედური გადაწყვეტილება” – გია ხუხაშვილის რჩევა გიორგი გახარიას

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და ერთგვარ რჩევას...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...