spot_img
მთავარიარჩევნებიცესკომ პარტიების ლიდერებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დეტალური...

ცესკომ პარტიების ლიდერებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პროგრამის ხელმძღვანელმა ჯონ დიპირომ გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის ფარგლებში ვრცლად ისაუბრა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. მან ასევე დეტალურად ისაუბრა უშუალოდ ტექნოლოგიის უპირატესობების შესახებ და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება, სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს და კარგ პრაქტიკას.

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა დღეს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელ პირებთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მათ ინფორმაცია ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დანერგვასთან დაკავშირებით. დისკუსიამ და კითხვა-პასუხმა, რომელიც წარიმართა ცხადყო, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით, არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ტექნოლოგიები სრულად გამართულად ფუნქციონირებს, საერთაშორისო სტანდარტებით და პასუხობს კარგ პრაქტიკას, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს. სახეზე გვაქვს ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცესი, რომელთან მიმართებით არ არსებობს არსებითი წუხილი, რაც დამატებით დახვეწას ან გადახედვას საჭიროებს,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე Pro V&V-ის მიერ ჩატარებული აუდიტისა და მისი შედეგების, ასევე საერთაშორისო ვენდორი კომპანია “სმარტმატიკის“ გამოცდილების, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების უპირატესობების შესახებ ინფორმაცია შეხვედრის მონაწილეებს თავად „სმარტმატიკისა“ და „Pro V&V“-ის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. აღსანიშნავია რომ საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები აღნიშნულ შეხვედრას ცესკოს მოწვევით ესწრებოდნენ.

შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო. საარჩევნო ადმინისტრაციისა და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა მონაწილეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას 40-მდე პოლიტიკური პარტიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება, 23 იანვარს, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ტექნიკური მხარდაჭერით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით გაიმართა.

ინფორმაციას ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ოპოზიცია! ემზადეთ შემოდგომაზე ჩანიშნული არჩევნებისთვის…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს მმართველი გუნდის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...