კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის სხვადასხვა დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის სხვადასხვა დასახლებაში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, დედაქალაქის რამდენიმე დასახლებაში მოსული ნალექის გამო გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა. საგზაო მოძრაობის მხრივ მნიშვნელოვანი შეფერხება არ ყოფილა.

ტექნიკური მარილი დაიყარა კოჯორში, შინდისში, წავკისში, როგორც ცენტრალურ, ისე შიდა ქუჩებზე, ასევე, ტაბახმელაში, კიკეთში, პანტიანის გზაზე, წყნეთი-ბეთანიის ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდგორში და სოფელ თელოვანაში. კოჯრის დასახლებაში მარილის დაყრა ახლაც მიმდინარეობს.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

თოვლიანობის გამო, საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...