spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასანამ მე ვიყავი რ2-ის დირექტორი... - ნიკა გვარამია

სანამ მე ვიყავი რ2-ის დირექტორი… – ნიკა გვარამია

“რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამჟამად “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, თავისი ყოფილი ტელეკომპანიის შესახებ, კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს და გაკვირვებასთან ერთად უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მას ასამართლებენ, როგორც არხისთვის ზიანის მიმყენებელ დირექტორს, არხის “ამყვავებელი” დღევანდელი დირექტორის – პატასალიას მიმართვის საფუძველზე:

“🛑სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ნდობის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28% იყო (38%იც ყოფილა), ახლა – 12%ია (ჩემი 4 თვის ტვ-ს 18%ის საპირისპიროდ)

🛑სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 პირველ ადგილზე იყო რეიტინგებში, ახლა – მესამეა თითქმის გამესამედებული რეიტინგით (ჩემივე შექმნილი 4 თვის ტვ უგებს 25 წლის ფლაგმანს)

🛑სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 ყველაზე შემოსავლიანი ტვ იყო, ახლა – მაჩანჩალაა და ბიძინა როდის ჩაასხამს ფულს, იმას ელოდება წყალობასავით

🛑სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ჩემი გაყიდვების სახლი ყიდდა იმედის სარეკლამო დროს, ახლა პირიქით – რ2 მიეტმასნა იმედის გაყიდვების სახლს და ერთ დროს თავისი მთავარი კონკურენტის მათხოვრის მდგომარეობაშია

🛑სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2ის რეიტინგებს ერთადერთი დამოუკიდებელი მზომელი, ნილსენი ზომავდა, ახლა – ნილსენიდან გამოვიდა და იმედის შექმნილ (დაუშვებელი ინტერესთა კონფლიქტია) რეიტინგების დამწერ (და არა მზომელ) კომპანია კანტარზე გადავიდა, სადაც, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვნად დაბალი რეიტინგი აქვს (ისედაც ხო რაღა დარჩა)

🛑სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 ქვეყნის მთავარი არხი იყო, დღეს – უბრალოდ იმედის დაბალრეიტინგული გაგრძელებაა

ხოდა, ამ ყველაფრის ფონზე, დღეს მე მასამართლებენ, როგორც არხისთვის ზიანის მიმყენებელ დირექტორს, არხის “ამყვავებელი” დღევანდელი დირექტორის – პატასალიას მიმართვის საფუძველზე. ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ამ ლოგიკით, რა ბედი უნდა ეწიოს მოქმედ მენეჯმენტს და მესაკუთრეს, ხომ არ იცით შემთხვევით?”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“ეგ ყოფილა ობლის ხვედრი, მუდმივად სხვების მომავალს შეხიდებული ველით საკუთარ წარმატებას” – ეკა ხერხეულიძე

12 აპრილს უმნიშვნელოვანესი არჩევნებია უნგრეთში, სადაც ბევრი რამ წყდება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...