კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის დადგა უკანასკნელი პოლიტიკური ახალი...

ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის დადგა უკანასკნელი პოლიტიკური ახალი წელიწადი – შალვა ნათელაშვილი

NDI-ის ბოლო კვლევის შედეგებს ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. შალვა ნათელაშვილს მიაჩნია, რომ რამდენიმე თვეში მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებიდან წავა:

“ენდიაის” კვლევებიდან შეიძლება ერთადერთი დასკვნა გავაკეთოთ: ივანიშვილისა და მისი რეჟიმისთვის დადგა უკანასკნელი პოლიტიკური ახალი წელიწადი, იწყება მათი გედის სიმღერა, რაც გარდაუვლად, რამდენიმე თვეში დამთავრდება მათი ხელისუფლებიდან წასვლით და ყოველგავრი მცდელობა, მანიპულაციებით, ძალადობით, რეპრესიებით , ყალბი გამოკითხვებით, ფულით, საერთაშორისო ლობიზმით გააჩერონ ეს პროცესი, უაზრობას წარმოადგენს და ჩასაფუშადაა განწირული.

პოლიტიკური ძალები უნდა გავემზადოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებისთვის, ქვეყნის გადარჩენაზე. დგება საქართველოს კოალიციური მართვის ეტაპი. ეს არის ჟამი, როდესაც განუზომლად იზრდება თვითეული პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა ხალხის, ქვეყნის, დღევანდელობის და მომავლის წინაშე და ჩვენ ამისთვის ღირსეულად უნდა მოვემზადოთ.

ეს შედეგები არის არა გამოკითხულთა ან ,,ენდიაის“ ბრალი, არამედ ამ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი, რომელმაც ქვეყანა ამ პოლიტიკურ ქაოსამდე მიიყვანა. ეს არის კარგი ჭკუის სასწავლებელი დღევანდელი და მომავალი პოლიტიკოსებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკა და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი“, – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი...

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...