სამშაბათი, ივლისი 22, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ე.წ. "საზოგადოებრივი აზრი", განსაკუთრებით თუ ის იდეოლოგიურად მანიპულირებულია,...

“ე.წ. “საზოგადოებრივი აზრი”, განსაკუთრებით თუ ის იდეოლოგიურად მანიპულირებულია, არანაკლები საფრთხე შეიძლება იყოს მართლმსაჯულებისთვის, ვიდრე მთავრობის ზეწოლა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია, 2020 წელს აშშ-ში მომხდარ ფაქტზე მინიშნებით, კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს “საზოგადოებრივი აზრის” ფორმირებასთან დაკავშირებით:

გახსოვთ, როცა 2020 წლის მაისსა და ზაფხულში ამერიკა ხანგრძლივმა მასობრივმა ისტერიკამ მოიცვა იმის გამო, რომ თეთრკანიან პოლიციელს შემოაკვდა შავკანიანი ეჭვმიტანილი ჯორჯ ფლოიდი? მაშინ სირცხვილად ითვლებოდა იმის ვარაუდად თქმაც კი, რომ ეს ეპიზოდი შეიძლება სულაც არ მოწმობდა ამერიკის პოლიციაში გამეფებულ „სისტემურ“ რასიზმს. ეპიზოდს მოყვა ძალადობის ხანგრძლივი ბაკხანალია, როდესაც წვავდნენ პოლიციის შენობებს და მაღაზიებს (რომელთა პატრონები ხშირად ინდოეთიდან, კორეიდან და ა.შ. გუშინ ჩამოსული იმიგრანტები იყვნენ), ქუჩაში უსწორდებოდნენ რიგით ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობდნენ შავკანიანებისთვის ფეხებზე რიტუალურად ეკოცნათ და ა.შ.

მედიამ ამას ბუნებრივი პროტესტის (ოქ, ხანდახან ოდნავ გადაჭარბებულის) კვალიფიკაცია მისცა. ოდნავ განსხვავებული შეფასება რასისტად შერაცხვით და დაუყოვნებლივი „დაქენსელებით“ ისჯებოდა. პოლიციელ დერეკ ჩოვინს, ვისაც ფლოიდის მკვლელობა დაბრალდა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ციხეში 22.5 წელი მიუსაჯა; ციხეში ყოფნისას ის ძლივს გადარჩა სიკვდილს, როცა სხვა პატიმარმა მას, როგორც რასიზმის სიმბოლოს, მრავალრიცხოვანი ჭრილობები მიაყენა.

დრო გავიდა, ემოციები ცოტა ჩაცხრა და დოკუმენტური ფილმის ფორმით გამოქვეყნდა დამოუკიდებელი გამოძიების შედეგები, რომელმაც საფუძვლიანი ეჭვი შეიტანა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ის, რაც პოლიციელმა ჩოვინმა გააკეთა და, ბრალდების ვერსიით, ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია (კისერზე მიბჯენილი მუხლით დაკავებულის უვნებელყოფა) იყო სტანდარტული პროცედურა – ჩოვინი ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო; ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ სიკვდილის მიზეზი ასფიქსია (ანუ კისერზე მიბჯენილი მუხლი) იყო; ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ნარკოტიკების მაღალი დოზა სხვა სამედიცინო პრობლემებთან ერთად; ფრაზას „I can’t breathe” („ვეღარ ვსუნთქავ“), რაც პოლიციის სისასტიკის სიმბოლურ გამოხატულებად აღიარეს, ფლოიდი მანამდე ყვიროდა, ვიდრე მას მიწაზე დასცემდნენ და პოლიციელის მუხლი მის კისერს მიებჯინებოდა. რამდენიმე ნაფიცი მსაჯული დღეს აცხადებს, რომ ვერ იქნებოდა ობიექტური, რადგან ეშინოდა, რომ გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში ბრბო მათ ფიზიკურად გაუსწორდებოდა.

რას აჩვენებს ეს შემთხვევა? იმას, რომ ე.წ. „საზოგადოებრივი აზრი“, განსაკუთრებით თუ ის იდეოლოგიურად მანიპულირებულია, არანაკლები საფრთხე შეიძლება იყოს მართლმსაჯულებისთვის, ვიდრე მთავრობის ზეწოლა. როგორც ადრე ამერიკის სამხრეთ შტატებში ნაფიცი მსაჯულები, სოციალური წნეხის გამო, ვერ გაბედავდნენ შავკანიანის მხარეს დადგომას თეთრკანიანის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში მსაჯულები ვერ გაბედავდნენ თეთრკანიანი პოლიციელის გამართლებას, რომელიც საზოგადოებამ უკვე შერაცხა რასისტული სისასტიკის სიმბოლოდ. (არ დამაბრალოთ, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტს ვებრძვი – უბრალოდ, იდეალური ამ ქვეყნად არაფერია).

რიგითმა ადამიანებმა არ უნდა მივცეთ თავს უფლება, შერჩევითად გავრცელებული მასალების (თუნდაც ვიდეოს) საფუძველზე ავყვეთ მოარულ აზრს და ვიღაცა წინასწარ დამნაშავედ მივიჩნიოთ: ეს ბრბოს სამართალი, ანუ ჩაქოლვის ინსტიტუტის აღდგენაა. ფეისბუქ-ბრბოსაც ბრბოს ინსტინქტები შეიძლება ამოძრავებდეს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“გასათხოვარო გოგონებო, ერიდეთ “კაცობადაკანონებულ” ბიჭებს, ცუდი ტონის გარდა, შარი იქნება, დამიჯერეთ!” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები: "იყო დრო, ღირსეული ოჯახიდან ქალს ენკავედეს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...