კვირა, ივნისი 29, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო...

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარებას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორაციას გაეცნო. კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს.

დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს.

პარალელურად სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასები მოეწყობა.

2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა. მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატები, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთის კურორტებისა და კურორტ გოდერძის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...