სამშაბათი, ივლისი 22, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივახო სანაია: "ქართული ოცნების" ხელისუფლება აბსოლუტური გარყვნის ეტაპზეა

ვახო სანაია: “ქართული ოცნების” ხელისუფლება აბსოლუტური გარყვნის ეტაპზეა

მმართველ პარტიასთან დაკავშირებით კონკრეტული მინიშნებების პარალელურად მძიმე შეფასება-ვარაუდებს აკეთებს ჟურნალისტი ვახო სანაია:

,,ქართული ოცნების” ხელისუფლება აბსოლუტური გარყვნის ეტაპზეა.

ამ ხალხმა დიდი ფული იშოვა. კორუფციაა ის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, რაზეც ივანიშვილი დგას. ამასთან, ქვეყანაში ფულის კონტროლი მისი მთავარი საზრუნავია – უყურებს ვინ რამდენს აგროვებს. პარალელურად ამზადებს და ამზადებს სისხლის სამართლის პოტენციურ საქმეებს. თუ ვინმე კორუმპირებული გაუხტა და პრობლემა შეუქმნა, დასჯის.

როცა ოპოზიციიდან საფრთხე სუსტია, ხელისუფლება შიდა გამოწვევებზე გადაერთვება ხოლმე. ფულისა და გავლენების გაფართოების სურვილის გამო შიგნით ერთმანეთს მოსისხლე მტრებად აღიქვამენ და ბიძინას კარზე ერთმანეთის განადგურებისთვის იბრძვიან.

,,ქართული ოცნება” კორუფციის ჭაობშია. ნაშოვნია დიდი ფული. ახლა იმ ეტაპზე არიან, რომ ამ ფულის თავისუფლად ხარჯვა უნდათ. ვეღარ მალავენ – ფული არის და დამალვა არც უნდათ და არც შეუძლია.

წამოიდგინეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებსაც კორუფციით მილიონები შესდით, ოჯახები ფუფუნებას შეეჩვივნენ, ცოლები/ქმრები/შვილები გარანტიებს ითხოვენ – ამ ყველაფრის დაკარგვა არ სურთ, ყველაფერზე წავლენ ამ მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ასევე მოქმედების სრული თავისუფლება სურთ.

ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სოციალური სტრუქტურა ასეთია – ზედა ფენები კოლოსალურ თანხებს შოულობენ, საშუალო გაქანების ქოცებიც დიდ ფულს ღუნავენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოცნების მხარდამჭერი ქვედა ფენებიც თანახმა არიან, ცოტა, მაგრამ გარანტირებულად მიიღონ ბიძინასგან.

არის საშუალება და რატომაც არ უნდა გაგზავნოს ოჯახი საზღვარგარეთ სამთავრობო ბორტით ?! რად უნდა უძვირესი საათები, თუ ხალხს არ აჩვენა ?! რად უნდა ფული, თუ ტყე არ აჩუქა ოჯახის წევრს ან რესტორნები არ დაუხუროს; სხვებიც როგორ თამამად აცხადებენ პრევენციის მიზნით და ალიბს იქმნის, წარსულში ნაშოვნი ფულით დამყავს ოჯახი უცხოეთში სახელმწიფო თვითმფრინავითო; ვიღაც ბასლაინზე დასეირნობს კაბრიოლეტით; კორონავირუსის დროს ოჯახის წევრებს ,,ნარუშილოვკებს” ურიგებენ; როცა ხალხი შინ გამოკეტეს, თავად თავზე იმხობენ და ქეიფობენ; წვეულებებს აწყობენ სხვადასხვა ქვეყანაში; ძვირადღირებულად იცვამენ და ზედა აქვთ ასხმული მილიონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მოთოკვა შეუძლებელია, სულ უფრო ღრმად ეშვებიან და უკვე ჭაობის ფსკერი ჩახვრიტეს.

ჩაფლულებს თავზე საყრელად აქვთ სკანდალები, რაც ასევე უკონტროლო ფუფუნებიდან მომდინარეობს. მაღალი თანამდებობის პირები ყველაფრის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. მერე ერთმანეთს უვრცელებენ ჭორსა და მართალს.

ამ ხალხს განსაკუთრებით სძულს მედია. როგორია, მდიდრულ ცხოვრებას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყვე, ვიღაც იკვლევს. ეს დისკომფორტია მათთვის, მათ გარშემომყოფთათვის. ერთი სული აქვთ, მედია მოისპოს, რადგან კარგად იციან, მომავალში გარდაუვალი სასჯელი ემუქრებათ. ამიტომაც დგანან და ილანძღებიან მიკროფონებთან. იციან, თავად ჭედავენ თავიანთ განაჩენებს. გამოსავალს იმაში ხედავენ, რომ მარადიულად იყვნენ ხელისუფლებაში. ვერავინ მისცემს გარანტიას, რომ ბიძინას შემდეგ რამე შერჩებათ.

ბიძინა რომ ჩამოვარდეს, მეორე დღესვე წიხლს მოაყოლებენ, ოღონდ ფული შეინარჩუნონ, მაგრამ რადგან გარანტიები არ არსებობს სამომავლოდ, ბიძინას დასარჩენად იბრძოლებენ, მაგრამ ბიძინამაც უნდა უზრუნველყოს მათი ქონების უსაფრთხოება.

ესაა ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური და ფინანსური კორუფციული სტრუქტურა – მათ ბიძინა უნდა დაიცვან, ბიძინამ კი – მათი ფული. ასე რომ, საჩვენებლად ვიღაცის დასჯა, თუ ასეთი რამ საერთოდ მოხდა, არაფერს ნიშნავს, რადგან თავად ეს სტრუქტურა არ შეიცვლება. ივანიშვილია ამ რუსული მოდელის ავტორი.

წესით, ასეთი მოცემულობა ბოლო სტადია უნდა იყოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ თავისით არაფერი ხდება. მართალია, ამგვარი მდგომარეობა ხელისუფლებას ადუნებს და საბედისწერი შეცდომების რისკს უზრდის, გაუთვალისწინებელი შემთხვევები ივანიშვილს შეიძლება, კატასტროფის ფასად დაუჯდეს, მაგრამ ამის იმედზე ყოფნა ხალხისთვის რუსული რულეტკის თამაშს ჰგავს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მშიშარა ბიზნესს ერთი “გაბედული” ქმედების ჩადენა მაინც შეუძლია” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე” – სოფო ჯაფარიძე

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით, სამწუხაროდ, თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც...

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...