ხუთშაბათი, მაისი 16, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 19-22 იანვრის პერიოდისთვის

18 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 19 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.

იანვრის დასაწყისში ლარის კურსის სტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გამყარების დინამიკით, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო ერთგვარი უმნიშვნელო რყევებიც, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

16 იანვარი – 2.6582;
17 იანვარი – 2.6573;
18 იანვარი – 2.6595.

წინა ვაჭრობისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა 0.0019 ლარით და 1 აშშ დოლარი 19 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ეღირება 2.6576 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

16 იანვარი – 2.9067;
17 იანვარი – 2.8917;
18 იანვარი – 2.8911.

ევროსთან მიმართებაშიც ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე ისევ გაუფასურდა უმნიშვნელოდ, 0.0030 ლარით და 19 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8941 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3704 ლარი (უცვლელი 0.0000 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0882 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7047 (გაუფასურდა 0.0034 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5619 ლარი (გამყარდა 0.0011 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.5693 ლარი (გაუფასურდა 0.0026 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0738 ლარი (გამყარდა 0.0104 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.6950 ლარი (გამყარდა 0.00017 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.1973 ლარი (გამყარდა 0.0017 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.0325 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7968 ლარი (გამყარდა 0.0036 ლარით).

ახალი წლის ვაჭრობები, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის გაუფასურებით დაიწყო, თუმცა ბოლო ვაჭრობებზე გამყარების ნიშნები გამოჩნდა, კერძოდ ბოლო 3 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

16 იანვარი – 3.0336;
17 იანვარი – 3.0264;
18 იანვარი – 3.0076.

ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა ეროვნული ვალუტა, 0.0152 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 19 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9924 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული