სამშაბათი, ივლისი 22, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ხაბეიშვილი: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - თუ არ...

ლევან ხაბეიშვილი: მივმართავ ბიძინა ივანიშვილს – თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს Council of Europe anti-torture committee (CPT)-ის დასკვნასთან დაკავშირებით:

,,ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა კიდევ ერთი დასკვნა დაწერა პრეზიდენტ სააკაშვილზე, სადაც მთავარი შინაარსი იკვეთება, იკითხება და ამბობენ, რომ მჩაგვრელი და დამამცირებელი მოპყრობაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ. ამაზე მეტს ევროპული წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ვერ დაწერს დოკუმენტში, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებები გათანაბრებულია დაჩაგვრასთან, დამცირებასთან.

მეტიც ისინი ამბობენ, რომ ,,ვივამედის” ექიმები კი არ ღებულობენ გადაწყვეტილებასო, ექიმებთან კი არ გვაქვს ჩვენ ეს შეკითხვაო, პენიტენციური დაწესებულება, ანუ სუს-ი ღებულობს კონკრეტულ გადაწყვეტილებასო“. სუს-ი, ბიძინა ივანიშვილი, რუსული პარტია ღებულობს გადაწყვეტილებებს და არა ექიმებიო. ეს უკვე დამატებითი პრობლემაა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების.

მე მინდა მივმართო რუს ოლიგარქს, შეშინებულს, სოროდან გამომძვრალ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მაგარი და ძლიერია, ხალხის მხარდაჭერა აქვს – თუ არ გეშინია, თუ მუხლები არ გიკანკალებს, მაშინ გაათავისუფლე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელზეც სრულიად ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პოლიტიკური პატიმარია და მიეცით შესაძლებლობა ელაპარაკოს მის ხალხს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

“ბატონო ირაკლი, ალბათ დროა ყველა ჭორს და მითქმა მოთქმას დაესვას წერტილი…” – ნუკა არველაძე

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებებს ეხმიანება ჟურნალისტი, ბლოგერი...

“რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" მიერ...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...