ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახი კალაძის დღეები არის დათვლილი, თბილისელების ფულის მოპარვა...

კახი კალაძის დღეები არის დათვლილი, თბილისელების ფულის მოპარვა არავის არ შერჩება და აუცილებლად მოუწევს მის კორუფციულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება – ვასო ურუშაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ,,ანტიკორუფციული მოძრაობის” თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე კომენტარს აკეთებს თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს:

,,ბოლო ათი წლის განმავლობაში, თბილისში არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი პრობლემის გარეშე არ განხორციელებულა.

თითქმის ყველა პროექტთან მიმართებაში ჰქონდა არაერთი გადავადება, ჰქონდა პრობლემები და კითხვის ნიშნები შესრულებული სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით და ასევე არსებობდა კითხვები კორუფციულ ინტერესებთან მიმართებაში.

თითქმის ყველა კომპანია, რომელიც არის ტენდერში გამარჯვებული, არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი და მჭიდროდ დაახლოებული როგორც კახი კალაძესთან, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან, რაც არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, მილიონობით ლარის ფლანგვა, თბილისელების, საქართველოს ბიუჯეტის ფლანგვა, რაც არის კლასიკური გაგებით კორუფცია და ამ ყველაფერზე, გარდა პოლიტიკური პასუხისმგებლობისა, კახი კალაძემ უნდა აგოს სამართლებრივი პასუხი.

კახი კალაძის დღეები არის დათვლილი, აუცილებლად მოუწევს მის კორუფციულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობის აღება და თბილისელების ფულის მოპარვა არავის არ შერჩება,’’ – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...