შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არაფრის ფასად არ...

არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არაფრის ფასად არ უნდა იკადრო – დავით სერგეენკო

ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარებული ფინანსური აუდიტის თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, რომლის თანახმადაც 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს ვადა გაუვიდა, რაც 2 321‬ ადამიანის სამკურნალოდ გამოდგებოდა, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში და უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა ოპონენტების მხრიდან. დასკვნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ:

“ყველა დამეთანხმება, ალბათ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტები ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს მკურნალობა სჭირდებათ, ხოლო წამალი უვარგისდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს ვიკიპედიაში ან რაიმე ესეთ პორტალში ნანახი 2016 წლის ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის.

თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 ათასი პაციენტის მკურნალობაზე.

გაჟღერდა ინფორმაცია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან, რომ მოხდა ამ მედიკამენტების ფარული გადაყიდვა და ა. შ.

2018 წლის განმავლობაში, უამრავმა საგამოძიებო თუ მაკონტროლებელმა ორგანოებმა ძალიან სკურპულოზურად შეამოწმა ეს ყველაფერი, მარაგები მთელი საქართველოს მასშტაბით და არა თუ ერთი ფლაკონის, არამედ ერთი ტაბლეტის სიზუსტით იყო ყველაფერი დაბალანსებული.

მე ნამდვილად მოვერიდები პოლიტიკურ შეფასებებს, რადგანაც ვთვლი, რომ ეს მართლაც გამორჩეული პროგრამა ზეპარტიულია, თუმცა ერთადერთ რამეს ვიტყოდი, რომ არის რაღაც საკითხები, რაც ადამიანმა არაფრის ფასად არ უნდა იკადრო” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...