ორშაბათი, ივლისი 7, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"არ ვაპირებთ "ხელმოცარული აგენტების" ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ"...

“არ ვაპირებთ “ხელმოცარული აგენტების” ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ” – კახა კალაძე

წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს და ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მსგავსი მასშტაბის პროექტები წინა მთავრობების დროს არ განხორციელებულა.

კარგად იცის წერეთლის გამზირზე მცხოვრებლებმა, რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. პირდაპირ ვიტყვი – ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბის სამუშაოები ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა, პარკები, სკვერები, გამწვანება და ა.შ. სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერები? მათაც გაეკეთებინათ და ამ მიმართულებით ნაკლები გვექნებოდა სამუშაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია აღნიშნული პროექტების ირგვლივ კონკრეტულ პროპაგანდას ახორციელებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მიდის პროპაგანდა, რომ განვითარება, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ერთგვარ დანაშაულად იქცეს. ესენი არიან ხელმოცარული ე.წ. პოლიტიკოსები, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება გაგცემთ შესაბამის პასუხს. გუშინ ყველაზე მეტად აქტიურობდა „კოლექტიური სანაცეთი“ და „ხანდაზმული თაღლითების“ წარმომადგენლები. საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები.

ქვეყანას ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ. წერეთლის გამზირის პროექტსაც დავასრულებთ და სხვა მნიშვნელოვან სამუშაოებსაც განვახორციელებთ, რაც სჭირდება დედაქალაქს, ჩვენი ქვეყნის მომავალს. 2024 წელი ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და არ ვაპირებთ, „ხელმოცარული აგენტების“ ისტერიულ კამპანიას ყურადღება დავუთმოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“ქულების დაწერა თუ გინდათ, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია გამოაცხადეთ, სინდისის პატიმრები გამოუშვით‼️‼️‼️” – ელისო კილაძე

მიხეილ ყაველაშვილის მიერ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...