ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მე არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი...

“მე არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს არ დაიჯარიმებს” – კახა კალაძე ჯარიმების გამკაცრებაზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაათმაგების საკითხზე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით ჯარიმების გაზრდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის ინტერესით არის ნაკარნახები.

2017 წლიდან მოყოლებული ვიბრძვით ამ მიმართულებით, ეს იყო ჯარიმების, რეგულაციების შემოღება, დარჩენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით მიდგომები და უკვე საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელებულია და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება გარკვეული პრევენციული ღონისძიებები იმისთვის, რომ ჩვენ ის პრობლემები, რომელიც გვქონდა ცალკეულ შემთხვევებში, აღარ განმეორდეს და აღარ იყოს და ამიტომ არის ამხელა ჯარიმები.

მე არავის დაჯარიმება არ მიხარია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაითვალისწინებს აღნიშნულ მიდგომას და არც კომპანია, არც ფიზიკური პირი, თავს რა დაიჯარიმებს, ისეთი მიდგომები ექნებათ ძეგლებთან.

ამიტომ ჩვენთვის, ქალაქისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქალაქი უყვარს, უხარია ამ ქალაქის განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ეს არის ის, რაც უნდა შევინარჩუნოთ, მოვუაროთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ძეგლებზე კანონის გვერდის ავლით და უხეში ჩარევებით რეაბილიტაციის კონკრეტულმა ფაქტებმა განაპირობა.

მისივე თქმით, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა იმ სფეროში, რომელსაც კანონმდებლობა, შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, უკვე არეგულირებს.

ისტორიული ზონების მიმართულებით ჩვენ არ გვქონდა გამკაცრებული კანონმდებლობა და მიდგომები, ფაქტობრივად, იგივე იყო.

ამ ხნის განმავლობაში წავაწყდით კონკრეტულ რამდენიმე ფაქტს, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, რადგან მაგალითად, შეთანხმებული იყო პროექტი ისტორიულ საბჭოსთან, რომ უნდა მომხდარიყო ძეგლზე ფასადის შენარჩუნება და შენობის სხვა ნაწილის დემონტაჟი.

იყო 2-3 შემთხვევა, როდესაც მოხდა აღნიშნული ფასადის დემონტაჟი. საუბარი იყო, რომ გამაგრების დროს დაინგრა და დაიშალა, მაგრამ არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. სხვა არაისტორიულ ზონებში, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების გამო. ასევე, შეჩერების შემდეგ თუ ისევ გააგრძელებს კომპანია მუშაობას, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და, რა თქმა უნდა, ამან გარკვეული როლი ითამაშა იმაში, რომ ეს მიმართულება მოწესრიგებულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუთუ დიფ სტეიტმა მოულოდნელი ფლანგიდან დაგვარტყა?!” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

თბილისში, “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით,...

საქართველოს პროკურატურამ თბილისში “რატის ბარში” მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ერთ...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...