პარასკევი, მაისი 17, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 13-15 იანვრის პერიოდისთვის

12 იანვარს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 13 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში.

საახალწლო დღეებში ლარის კურსის სტაბილურობის პერიოდი გამოიკვეთა, გამყარების დინამიკით, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც აისახა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

9 იანვარი – 2.6879;
10 იანვარი – 2.6878;
11 იანვარი – 2.6879;
12 იანვარი – 2.6826.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა 0.0085 ლარით და 1 აშშ დოლარი 13 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6741 ლარი.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

9 იანვარი – 2.9408;
10 იანვარი – 2.9405;
11 იანვარი – 2.9427;
12 იანვარი – 2.9415.

ევროსთან მიმართებაშიც ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე ასევე გამყარდა 0.0107 ლარით და 13 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9308 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად პრაქტიკულად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და ბოლო ვაჭრობაზე ლარი გამყარდა პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4103 ლარი (გამყარდა 0.0079 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0889 ლარი (გამყარდა 0.0005 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.7063 (გაუფასურდა 0.0012 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5730 ლარი (გამყარდა 0.0050 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.6156 ლარი (გამყარდა 0.0217 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1327 ლარი (გამყარდა 0.0177 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7312 ლარი (გამყარდა 0.00145 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2249 ლარი (გამყარდა 0.0058 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1734 ლარი (გაუფასურდა 0.0211 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8424 ლარი (გამყარდა 0.0016 ლარით).

ახალი წლის ვაჭრობები, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის გაუფასურებით დაიწყო. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად კი, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

9 იანვარი – 2.9558;
10 იანვარი – 2.9921;
11 იანვარი – 3.0105;
12 იანვარი – 3.0181.

ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, 0.0158 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 13 იანვრიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0339 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული