ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

ხაზარაძის ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი პოლიტიკური პარტია “ლელოს” თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის პოზიციას ეხმიანება რუსეთთან დამაკავშირებელ 9 კილომეტრიან გვირაბთან დაკავშირებით. გიორგი ვოლსკი აღნიშნულ პროექტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო ოპონენტებს, საპასუხოდ, კონკრეტულ თემებს უხსენებს:

“ხაზარაძე ამბობს, რომ 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, აგრეთვე 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი, შენდება იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი…

ამ ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა…

თითქმის იგივეს ამბობდა სააკაშვილი – მალულად მიწათხრილი მქონდა გათხრილი რუსეთის შემოჭრის პრევენციისათვის და ახალმა ხელისუფლებამ გასცა მისი ადგილმდებარეობაო.

თანაც ერთი ის კაცია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში მსხვილი რუსული კომპანიის შემოყვანას სთავაზობდა ხელისუფლებას, მეორემ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და რომ არა აშშ-ს ჩარევა, მაგისტრალური გაზსადენის გადაცემაც უნდოდა….

ახალგაზრდებო, ნუ დაყვებით ამ ხალხს კუდში, მართლა სირცხვილია!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე გიორგი ვოლსკი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული