კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა" - გიორგი...

“ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა” – გიორგი კეკელიძე თანამდებობის დატოვების მოთხოვნასთან დაკავშირებით

ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, რომ მას დაკავებული თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს:

,,პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია (ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ე.წ. “უვადოა”) მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.

მერე გამოვედი, პარლამენტის კიბეზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი იმ საოცარ გეგმებზე, საოცარ ხალხთან ერთად რომ მქონდა, იმ წლებზე, დღეებზე და წუთებზე, რომელიც ამ საქმეს შევალიე და რომ მქონდა ერთი დიდი ოცნება – გამეხსნა ლეგენდარული პირველი კორპუსი, რომლის რესტავრაცია უკვე დაიწყო და მე უკვე შორიდან გავიხარებ ამ ამბით. და მერე გამახსენდა, რომ ეს არის ჩვენებური ალგორითმი და რომ ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

P.S. და ისიც ვიცი, რომ ახლა იქნება სამდღიანი წუხილი და სამდღიანი დაგეგმილი ლანძღვა – მერე რა, რომ უმიზეზო. და მერე ყველაფერი იქნება ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად. და ეს ასეც უნდა იყოს“, – წერს გიორგი კეკელიძე და კომენტარებში ასევე ემოციურად აკონკრეტებს პოზიციას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:

,,ჩემთვის ემოციურად ეს არ არის რიგითი ამბავი, შეიძლება რაღაც აზრით მთავარიც კი არის, რადგან ეს სივრცე ჩემთვის იყო არა რაღაც თანამდებობა, არამედ საუკეთესო გზა განათლების გავრცელების. და ათასობით დეტალი ხვალინდელი დღის და განვითარების ამ ქვეყნისთვის.

და ძნელია, შეუძლებლად ძნელიც კი ამის ჩამომსხვრევა – თუმცა არანაირი ინტერვიუ არ იქნება ჩემგან, არანაირი ბრძოლა და ,,ბრძოლა” თანამდებობისთვის – გავუმკლავდები“, – აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“წარმოიდგინეთ, ამით რას გვეუბნება: რუსეთი ნამდვილი მტერი კი არ არის, არამედ შექმნილი მტრის ხატიაო”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას  კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...