კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს უნდა გაკეთდეს დროზე, სანამ ოლიგარქი მთელ მსოფლიოს...

“ეს უნდა გაკეთდეს დროზე, სანამ ოლიგარქი მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, საქართველოს მოევლინება პრეზიდენტად ან პრემიერად” – შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვს

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს, სადაც აღნიშნავს, რომ მზადდება წინადადება პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით:

,,საქართველოს ,,ლეიბორისტული” პარტიის მიერ ათეული წლის წინ დაწყებულმა ბრძოლამ ოლიგარქის დასანქცირებაზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს პიროვნება შეიყვანა ფაქტობრივი სანქციების რეჟიმში. თუ ვინმეს ეს არ ეჯერა, რამდენიმე დღის წინ, ალბათ, ყველამ მოისმინეთ, როგორ აღიარა ივანიშვილმა, რომ ის დასანქცირებულია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაზაფხულს.

იმისათვის, რომ ჩვენი სამშობლო გამოეხსნას პუტინისტური გველეშაპის კლანჭებს, საჭიროა ამ პროცესის დაგვირგვინება და საქართველოს ,,ლეიბორისტული” პარტია ამზადებს სანქციათა ახალ პაკეტზე წინადადებებს, რომლებიც ამ დღეებში გაიგზავნება ვაშინგტონსა და ბრიუსელში და რაც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  • დასანქცირდეს ივანიშვილის საბანკო ანგარიშები მსოფლიოს ყველა ბანკსა და საფინანსო ორგანიზაციაში;
  • დაიბლოკოს ივანიშვილის მიერ გახსნილი კორპორაციები ოფშორულ ზონაში;
  • დაყადაღდეს ივანიშვილის აქციები მსოფლიოს ტრანსნაციონალურ კორპორაციებში;
  • ჩამოერთვას და დაიბლოკოს ივანიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება დედამიწის ყველა წერტილში;
  • დაედოს სავიზო დიპლომატიური სანქციები ოლიგარქ ივანიშვილსა და მისი ოჯახის ყველა წევრს.

ეს უნდა გაკეთდეს დროზე, სანამ ოლიგარქი მთელ მსოფლიოს და პირველ რიგში, საქართველოს მოევლინება პრეზიდენტად ან პრემიერად, რითაც დამატებითი პრობლემები შეიქმნება მისი საბოლოო ნეიტრალიზაციის გზაზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეგ კაცი წერილებს მაშინ აქვეყნებს და აქვეყნებინებს, როცა ძალიან ცუდადაა” – ვახო სანაია ბიძინა...

ჟურნალისტ ვახო სანაიას კონკრეტული ვარაუდები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე,...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?” – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ვიზალიბერალიზაციასთან...

“საქართველოს მეგობრებს თავი დაანებე, წადი სწორი ნახე, კოჭი გააგორე წინასთან და მარგოსთან ერთად😡” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერის, კახა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...